ევროპის მოედანზე კონცერტისთვის ემზადებიან

ევროპის მოედანზე კონცერტისთვის ემზადებიან

ევროპის მოედანზე, კონცერტისთვის მოსამზადებელი სამუშაოები გადამწყვეტ ფაზაშია შესული. რამდენიმე წუთში კონცერტის მონაწილეები უკვე რეპეტიციებს დაიწყებენ. ორგანიზატორები მოსახლეობას მოუწოდებენ კონცერტზე მისვლისკენ, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის აღსანიშნავად.

რაც შეეხება პროგრამას, კონცერტი ორ ნაწილიანი იქნება. პირველ ნაწილს სუხიშვილების ნაციონალური ბალეტი და უცხოეთში მოღვაწე ცნობილი საოპერო მომღერლები გააფორმებენ, კერძოდ: პაატა ბურჭულაძე, ნინო სურგულაძე, ლადო ათანელი, ანიტა რაჭველიშვილი და გია გაგნიძე. მეორე ნაწილში კი მაყურებლის წინაშე ნიაზ დიასამიძე და 33ა და ნინო ქათამაძე წარსდგებიან.

კონცერტის ორგანიზატორები კულმინაციას პირველ და მეორე ნაწილს შორის ელოდებიან. როგორც "ინტერპრესნიუსს" რეჟისორმა პაატა ციკოლიამ განუცხადა, სწორედ ამ დროს მივლენ ევროპის მოედანზე საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები. სიტყვით პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი გამოვლენ. ამავე პერიოდში შესრულდება საქართველოს ჰიმნი.

დღევანდელ კონცერტზე სპეციალურად დამონტაჟებული მონიტორების საშუალებით წარმოდგენილი იქნება გია ყანჩელის, ქეთი მელუასა და ევროპელი ლიდერების ჩართვები და ვიდეოჩანაწერი. ქეთი მელუას მილოცვა სავარაუდოდ მუსიკალური იქნება.

საზეიმო კონცერტი ევროპის მოედანზე 20:30 საათზე დაიწყება.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია