ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენ არაერთი კონსტრუქციული, თანმხვედრი ნაბიჯი დავინახეთ რუსეთის ხელისუფლებისგან, რასაც მივესალმებით

ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენ არაერთი კონსტრუქციული, თანმხვედრი ნაბიჯი დავინახეთ რუსეთის ხელისუფლებისგან, რასაც მივესალმებით

გარწმუნებთ, რომ არ მოსულიყო "ქართული ოცნება" და ბატონი ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში, ეს დღე არ იქნებოდა ჩვენს ისტორიაში , - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა "ქრონიკის" პირდაპირ ეთერში ასოცირების ხელშეკრულებაზე საუბრისას, იმ კითხვის პასუხად განაცხადა, შესაძლებელია თუ არა, რომ ევროპული ბაზრის სანაცვლოდ საქართველომ დაკარგოს რუსული ბაზარი.

"ჩვენ ასე არ უნდა განვიხილოთ ეს საკითხი. არასწორი ფორმულირებაა. ჩვენი ხელისუფლების კონსტრუქციული პოლიტიკის შედეგია ის, რომ დღეს ჩვენ ხელი მოვაწერეთ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას. გარწმუნებთ, რომ არ მოსულიყო "ქართული ოცნება" და ბატონი ბიძინა ივანიშვილი, დღეს ეს დღე არ იქნებოდა ჩვენს ისტორიაში და ჩვენ ვერ ვიზეიმებდით ამ მართლაც ისტორიულ დღეს. ჩვენ მოვისმინეთ რუსეთის ხელისუფლების მხრიდან ერთგვარი დაპირება, რომ რუსეთი არ ჩაერეოდა ასოცირების პროცესში და მათ ეს შეასრულეს. ეს მხოლოდ მისასალმებელია. ჩვენ არაერთი კონსტრუქციული, თანმხვედრი ნაბიჯი დავინახეთ რუსეთის ხელისუფლებისგან და მე მხოლოდ მივესალმები მათ კონსტრუქციულ ნაბიჯებს. არ უნდა დავსვათ საკითხი ისე, რომ ერთი რაღაცა მეორეს სანაცვლოდ. ჩვენ ვახერხებთ იმას, რომ ორივეს თანაბრად შევინარჩუნებთ და შევქმნით უნიკალურ პრეცედენტს – საქართველო მოახერხებს ევროკავშირისკენ წინსვლას და ამავდროულად ექნება აბსოლუტურად დაბალანსებული და მეგობრული ურთიერთობა ყველა სახელმწიფოსთან, მათ შორის დსთ-ის სახელმწიფოებთან", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა