ილია მეორე - ღმერთმა დალოცოს ყველა ადამიანი, რომელიც შრომობდა ამ ბედნიერი დღისათვის

ილია მეორე - ღმერთმა დალოცოს ყველა ადამიანი, რომელიც შრომობდა ამ ბედნიერი დღისათვის

ჩვენ, როგორც არასდროს, ვუახლოვდებით ევროპის კულტურას, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოსთვის ეს არის არა მარტო დიდი პატივი, არამედ დიდი პასუხისმგებლობა, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ გუშინ, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერასთან დაკავშირებით ევროპის პარკში გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისმა უწმინდესობამ დალოცა ყველა, ვინც "დღევანდელი დღისთვის შრომობდა". "თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრეზიდენტო, თქვენო აღმატებულებავ, პრემიერ-მინისტრო, ქალბატონებო და ბატონებო, დღეს არის ბედნიერი დღე. სრულიად საქართველო და ყოველნი ქართველნი ზეიმობენ დღევანდელ დღეს. ჩვენ, როგორც არასდროს, ვუახლოვდებით ევროპის კულტურას, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოსთვის ეს არის არა მარტო დიდი პატივი, არამედ დიდი პასუხისმგებლობა. საქართველომ უნდა აჩვენოს ევროპას და მთელ მსოფლიოს ჩვენი უძველესი კულტურა, ჩვენი საგალობლები, ჩვენი სიმღერა, ჩვენი წარსული, ფასეულობა. ღმერთმა დალოცოს ყოველი ადამიანი, რომელიც შრომობდა ამ ბედნიერი დღისათვის", - ბრძანა ილია მეორემ.

ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია