რა საფრთხე ემუქრებათ ბავშვებს სათამაშოებისგან - საქართველოში ეს არ მოწმდება

რა საფრთხე ემუქრებათ ბავშვებს სათამაშოებისგან - საქართველოში ეს არ მოწმდება

როცა სახლში პატარა ბავშვია, უფროსებს განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ. წუთიც საკმარისია, რომ პატარამ ისეთი რამ მოიქმედოს, რაც საფრთხეს შეუქმნის მის ჯანმრთელობას. ეს შეიძლება, უბრალო სათამაშოს გამოც მოხდეს.

საშიშროება #1 - ქიმია

როცა სათამაშოების მავნებლობაზე საუბრობენ, როგორც წესი, მხედველობაში აქვთ ის ქიმიური ნივთიერებები, რომლებიც ამ სათამაშოს დამზადებისას გამოიყენება. ტყვიის, ფენილის, კადმიუმისა და სხვა ნივთიერებების შემცველი ჭრელა-ჭრულა სათამაშოების პირში ჩადების შემდეგ ბევრი დაავადების რისკი იზრდება, მათ შორის - ალერგიული რექციების, სასუნთქი გზების დაავადებების, კუჭ-ნაწლავის პრობლემების და ა.შ.

როგორც წესი, საქართველოში ეს სათამაშოები არ მოწმდება, შესაბამისად, არც მათი შემცველი ნივთიერებების გამოვლენა ხდება, ამიტომ იმ მონაცემებს ვეყრდნობით, რაც სხვა ქვეყნების ლაბორატორიებმა დაადასტურეს. საეჭვო შემცველობაზე ძირითადად ჩინური წარმოების სათამაშოები მოწმდება. ექსპერტიზის შემდეგ დადასტურებულა, რომ საშიში ნივთიერებები დასაშვებ ნორმას 40-70-ჯერ აჭარბებდნენ.

ამიტომ, როცა მცირე ასაკის ბავშვისთვის ირჩევთ სათამაშოს, რომელსაც ის აუცილებლად პირში ჩაიდებს, უპირატესობა ნატურალურ მასალას მიანიჭეთ. გაცილებით სანდოა ევროპული ბრენდების მიერ ნაწარმოები სათამაშოები, რადგან ამ ქვეყნებში, ჩვენგან განსხვავებით, გარკვული სტანდარტი მოქმედებს (სათამაშო შეიძლება ჩინეთში იყოს დამზადებული, მაგრამ თუ ევროპული ბრენდის ნაწარმია, მაღალი სტანდარტი მასზეც ვრცელდება).

საფრთხე #2 - მცირე დეტალები

თანამედროვე სათამაშოები ხშირად არის გადატვირთული მცირე დეტალებით, უფროსები კი არ აკვირდებიან ხოლმე გამაფრთხილებელ წარწერას, თუ რომელი ასაკიდან არის დაშვებული ეს სათამაშო. ყოველდღიურად უამრავი მშობელი აკითხავს გასტროენტეროლოგის კაბინეტს და ბვშვის მიერ გადაყლაპული ნივთებისგან გათავისუფლებას ითხოვს.

იხილეთ სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია