სერგეი ლავროვი - მოსკოვი საქართველოსთან კონსულტაციებისთვის მზადაა

სერგეი ლავროვი - მოსკოვი საქართველოსთან კონსულტაციებისთვის მზადაა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადებით, მოსკოვი მზადაა საქართველოს, მოლდოვას და უკრაინასთან ასოცირების ხელშეკრულების კონტექსტში, ეკონომიკური პოლიტიკის ადაპტაციის მიზნით, კონსულტაციები გამართოს. ამის შესახებ სერგეი ლავროვმა Вести в субботу с Сергеем Брилевым–სთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთი ნებისმიერ მომენტში მზად არის კონსულტაციებისთვის, მათ შორის ქართველ კოლეგებთან, რადგან სავაჭრო ურთიერთობა რუსეთს უკვე საქართველოსთანაც აქვს.

"ჩვენ და საქართველოს გვაქვს სავაჭრო ურთიერთობები, რომლის გაღრმავება გვსურს", - აღნიშნა ლავროვმა.

მისივე თქმით, რუსეთი ამ ვითარებას დააკვირდება ერთადერთი კრიტერიუმით - რამდენად გაურესდება სავაჭრო პირობები რუსეთსა და იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც დსთ-ს თავისფალი ვაჭრობის ზონაში რჩებიან.

"რა თქმა უნდა, პირველ რიგში ჩვენ გვაღელვებს რუსეთის ინტერესები, ასევე იმ ქვეყნების, რომლებიც საბაჟო კავშირში არიან, კერძოდ, ბელორუსის და ყაზახეთის. ცდილობენ ჩვენ დაგვარწმუნონ, რომ არაფერი საშინელი არ მოხდება და რუსეთიც, როგორც უკრაინა, მოგებული დარჩება",- აღნიშნა ლავროვმა.

საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება 27 ივნისს გააფორმეს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა