ჩოხატაურში დაუდგენელი ნივთიერების გაჟონვის გამო, რვა ოჯახია ევაკუირებული

ჩოხატაურში დაუდგენელი ნივთიერების გაჟონვის გამო, რვა ოჯახია ევაკუირებული

ჩოხატაურში, აღმაშენებლის ქუჩაზე, პოლიციისა და სამაშველო ბრიგადების თანამშრომლები მუშაობენ. ამის მიზეზი ბალონია, საიდანაც ჯერ დაუდგენელმა ნივთიერებამ გაჟონა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" გურიის გუბერნატორის პრესსამსახურის უფროსმა, ნინო ლომჯარიამ განუცხადა, ბალონი ჯართის შეგროვების დროს ადგილბრივებმა იპოვეს, რომელსაც გახსნის შემდეგაც უცნაური სუნი ჰქონდა.

"ბალონი გუშინწინ იპოვეს, თუმცა მაშინვე არ მიუმართავთ არავისთვის. ამ დროის განმავლობაში იმ ადგილზე, სადაც ბალონია, ხეები გახმა. ადამიანები გულის რევის შეგრძნებას უჩივიან", - აცხედებს ლომჯარია.

მისივე განცხადებით, ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებული არიან პოლიცია და სამაშველო ბრიგადები, ასევე ელოდებიან თბილისის დამხმარე სამაშველო ბრიგადებს, რათა დადგინეს, თუ რა ნივთიერება იყო ბალონში.

"ვარაუდობენ, რომ ეს არის ქლორი, თუმცა ეს ჯერ დადასტურებული არ არის", - განაცხადა ლომჯარიამ.

მომხდარის გამო, იმ ადგილს, სადაც ბალონი იპოვეს, რვა ოჯახი გაარიდეს.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია