ძველი ავზიდან გაჟონილი ნივთიერება თხევადი ქლორი აღმოჩნდა

ძველი ავზიდან გაჟონილი ნივთიერება თხევადი ქლორი აღმოჩნდა

ჩოხატაურში, მოსახლეობის მიერ ნაპოვნი ძველი ავზიდან გაჟონილი ნივთიერება თხევადი ქლორი აღმოჩნდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" გურიის გუბერნატორმა გიორგი ჩხაიძემ განუცხადა, ადგილზე მუშობა დაასრულეს სამაშველო და საგანგებო ბრიგადების თანამშრომლებმა.

"დადგინდა, რომ ეს არის თხევადი ქლორი. ადგილზე სულ აღმოჩენილია 3 ავზი, რომელთა ტერიტორიიდან გატანა მოხდება", - განაცხადა გუბერნატორმა.

მისივე თქმით, ავზებს გადაიტანენ უვნებელ ადგილზე, სადაც გაანადგურებენ.

გუბერნატორის გაცხადებით, ის 8 ოჯახი, რომელთა ევაკუაციაც აღნიშნული შემთხვევის გამო მოხდა, დღის ბოლომდე სახლში დაბრუნდებიან.

"არანაირი საფრთხე ამ ადამიანების ჯანმრთელობას არ შეექმნება", - განაცხადა გიორგი ჩხაიძემ.

ჩოხატაურში, აღმაშენებლის ქუჩაზე, ადგილობრივებმა ჯართის შეგროვების დროს ძველი ავზი იპოვეს, საიდანაც თხევადმა ქლორმა გაჟონა.

ადგილზე მუშაობდნენ გარემოს დაცვის სამინისტროს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დეპარტამენტის ფოთის ოფისის და გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია