გიგი უგულავა: სახლში მომადგა ფინანსური პოლიცია და დაკითხვაზე დამიბარეს

გიგი უგულავა: სახლში მომადგა ფინანსური პოლიცია და დაკითხვაზე დამიბარეს

გიგი უგულავამ "ფეისბუქის" გვერდზე დაწერა, რომ 30 ივნისს, 12.00 საათისთვის ფინანსურ პოლიციაში დაკითხვაზეა დაბარებული. იგი შესაბამისი უწყების ფოტოებსაც ავრცელებს . როგორც დედაქალაქის ყოფილი მერი წერს, იგი საქმიანი ვიზიტით უხოეთში მიემგზავრება და ამ მიზეზით დაკითხვაზე ვერ მივა. "ახლა, ათი წუთის წინ სახლში მომადგა ფინანსური პოლიცია და ორშაბათს, 30 ივნისს, 12 საათზე დაკითხვაზე დამიბარეს. ეს არაფერი! ამას უკვე შევეჩვიე.( თემაც კი არ ვიცი და დიდად არც მაინტერესებს). საქმე იმაშია, რომ მე საქმიანი მივლინებით მივემგზავრები ბრიტანეთში (ვხვდები ლორდ ჰარისს), უკრაინაში - კიევის მერს ვიტალი კლიჩკოს და მოლდოვეთში, სადაც ევროსაბჭოს რეგიონთა კონგრესის მონიტორინგის სხდომაში მივიღებ მონაწილეობის. ( მე საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი ვარ). მოხსენება ეხება 2014 15 ივნისის ადგილობრივ არჩევნებს. საქართველოში ვბრუნდები 5 ივლისს, 05:00 საათზე. ხოდა, ამ ყრძო ღარიბაშვილს და მის მთავარ იხტიოლოგ ივანიშვილს მინდა ვუთხრა: რამდენი მილიარდიც არ უნდა იშოვო და რა თანამდებობაზეც არ უნდა იყოთ თქვენგან არც სალამური გამოითლება და არც კაცი დადგება.

P.S. და თუ რომელიმე თქვენთაგანს ერთი წამით ჰგონია, რომ მე წავალ და არ დავბრუნდები მაშინ ..... ( იდიომატური გამოთქმებით საზოგადოებას არ გადავტვირთავ). და კიდევ ერთი, რა გაგიჭირდათ ასეთი, რომ საკუთარ მორატორიუმს არღვევთ?! ეხ ნარმანია ნარმანია",-წერს გიგი უგულავა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ