ზიარების მისაღებად, თურმე მთების გავლით, ციცაბო კლდეებზე საცალფეხო ბილიკებით 50 კილომეტრს გამოდიოდა

ზიარების მისაღებად, თურმე მთების გავლით, ციცაბო კლდეებზე საცალფეხო ბილიკებით 50 კილომეტრს გამოდიოდა

ერთი იაპონური ლექსი დამამახსოვრდა ბავშვობიდან:

"ერთხელ, ხუმრობით,

დედაჩემი მხარზე შევისვი,

იგი ისეთი მსუბუქი იყო,

რომ უცბად ცრემლი მომერია

და ვეღარ ვზიდე"

სწორედ ამგვარი განწყობა დაგეუფლებოდა ადამიანს, როცა ჩვენს "პატარა" და საყვარელ ბებოს - დედა ელენეს გაიცნობდი... ქართველებმა ვიცით ასეთი გამოთქმა "უბეში ჩასასმელი" - ასეთი იყო დედა ელენეც: ბავშვივით მსუბუქი, ხელის მოკიდებაც რომ მოგერიდებოდა, მაგრამ ამავ დროს ისეთი საყვარელი - უბრძოლველად და შეუმჩნევლად რომ შეუძლია დაგიპყროს და თავისი გაგხადოს...

დედა ელენე დუშეთის სოფელ არახვეთიდან იყო და სანამ მონასტერში მოვიდოდა, ყოველ ქრისტეშობას ზიარების მისაღებად, თურმე მთების გავლით, ციცაბო კლდეებზე საცალფეხო ბილიკებით 50 კილომეტრს გამოდიოდა.

80 წლისა მოვიდა მონასტერში, ტაძარში შავებში შემოსილი დედები პირველად რომ უნახავს, უკითხავს, ესენი ვინ არიანო - ვინ და მონასტრიდან ჩამოსული დედები არიანო, - მონასტერი რაღააო, - რა არის და მშობლები დატოვეს, ერში ცხოვრება დატოვეს და აქ უფალს ემსახურებიანო, - მაშ ეს ყოფილა რასაც ვნატრობდიო, სულ იმას ვოცნებობდი, ნეტავ ისეთ ადგილას მამყოფა, სადაც მხოლოდ უფალს მოვემსახუროდი და სხვა ყველაფერს დავივიწყდებიო... ასე დაიწყო ელენეს ახალი ცხოვრება. მოუხშირა დედებთან სიარულს, მერე მორიდებით უთქვამს: - აქედან რომ მივდივარ, სულ თქვენთან დარჩენაზე ვფიქრობ და თუ მიმიღებთო...

ორი კლასი ჰქონია დამთავრებული, მაგრამ ხელსაქმე შეუსწავლია და უნიკალურ ფარდაგებს ქსოვდა თურმე. ხუთი შვილი აღზარდა, ყველას უმაღლესი განათლება მიაღებინა და იმ დროს, როცა სხვა მის ადგილას ნაგრამ-ნაღვაწით კმაყოფილი, შვილებით და შვილიშვილებით გარშემორტყმული თავის აღსასრულს დაელოდებოდა - ელენეს სულსა და გულში, მრავალი წლის ნაოცნებარი და ნანატრი ახალი ცხოვრების უძლეველი სურვილი დაინთო.

როცა ბებო მეუფე ისაიასთან მიუყვანიათ, გასაუბრების მერე მეუფეს უთქვამს: ასეთი ცოცხალი რწმენის ადამიანი ჯერ არ შემხვედრიაო... მოკლედ შეიძლება ითქვას, რომ ერთ მშვენიერ დღეს 80 წლის ბებო გაიპარა სახლიდან და იკოთის დედათა მონასტრის მორჩილი გახდა. ალბათ წარმოიდგენთ ოჯახის მდგომარეობას. მოვიდნენ, დედას ხან ეფერნენ, ხან საყვედურებით აავსეს, ბოლოს, ხალხი რას იტყვის, დედას ლუკმა არ აჭამეს, სახლიდან გააგდეს, ხუთი შვილი ამისთვის გაზარდაო... დედა კი იჯდა თურმე ბავშვივით თავჩაღუნული და ისე ისმენდა შვილების საყვედურებს. მერე უთქვამს გულში იესოს ლოცვას ვიმეორებდი, სულ არ მახსოვს რას მეუბნებოდენო... ვერაფერს გახდნენ, ხოლო მოგვიანებით რძლებმა და შვილიშვილებმაც კი დაიწყეს ეკლესიაში სიარული და მაზიარებლები გახდნენ.

იხილეთ ვრცლად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია