გიგი უგულავა - ჩემდამი წაყენებულ ბრალდებას ჰქვია პოლიტიკურად მკვდარი ნარმანიას გადარჩენის მცდელობა

გიგი უგულავა - ჩემდამი წაყენებულ ბრალდებას ჰქვია პოლიტიკურად მკვდარი ნარმანიას გადარჩენის მცდელობა

იმ ბრალდებას, რომელიც წამიყენეს, ჰქვია პოლიტიკურად მკვდარი ნარმანიას გადარჩენის მცდელობა, - ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო შტაბის უფროსმა გიგი უგულავამ განუცხადა.

მისი თქმით, ბრალდება რომელიც მას დღეს წაუყენეს, სრულიად აბსურდულია.

"ამ ბრალდებას ჰქვია პოლიტიკურად მკვდარი ნარმანიას გადარჩენის მცდელობა. ამას სრულიად გადაუჭარბებლად ვამბობ. ჯერ საქმის ბრალდება არ გადმოუციათ, აბსოლუტურად მოუმზადებლები არიან და თვითონვე არ იციან რა უნდათ", - განაცხადა გიგი უგულავამ.

მისი თქმით, ბრალდება არის ყურით მოთრეული.

"ეს არის იმდენად ყურით მოთრეული და უაზრო ბრალდება, რომ კომენტარსაც ვერ გავაკეთებ. რაღაც შტრიხკოდებზე მსჯელობენ, რომლებზეც მე საერთოდ წარმოდგენა არ მაქვს. ამით არ ვამბობ იმას, რომ სხვა ვინმეს აქვს წარმოდგენა და სხვა ვინმე არის დამნაშავე. არავინ ამ საქმეში დამნაშავე არ არის და არავის არ ჩაუდენია დანაშაული. ეს არის ცვედანის და იდიოტის მიერ წარმოებული პაირკამპანია დავით ნარმანიას სასარგებლოდ", – განაცხადა გიგი უგულავამ.

მისი თქმით, საგზაო პარკირების მიმართ ყველა ქალაქში აქვთ უკმაყოფილება და "სითი პარკზე" დარტყმით მთავრობა ცდილობს აწარმოოს საარჩევნო პიარკამპანია მსგავსი მეთოდებით.

გიგი უგულავას ახალი ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში, 7-11 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა უგულავა სისხლის სამართალის პასუხისგებაში მისცა. საქმე ეხება 2007 წლის 7 დეკემბერს "სითი პარკსა" და თბილისის მთავრობას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას.

"თბილისის მერმა - გიორგი უგულავამ, ცენტრალური ბიუჯეტის განზრახ იგნორირებით, კანონთან შეუსაბამო ბრძანების საფუძველზე შპს ,,სი-თი პარკისთვის" დამატებითი შეღავათების დაწესებით, კომპანიის სასარგებლოდ მთლიანობაში გაფლანგა სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხა - 1 086 718 ლარის ოდენობით", - აცხადებენ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა