კობა ბექაური - უგულავამ "სითი პარკში" ბიზნესსაქმიანობას პირადი ფინანსური დაინტერესებით ჩამომაშორა

კობა ბექაური - უგულავამ "სითი პარკში" ბიზნესსაქმიანობას პირადი ფინანსური დაინტერესებით ჩამომაშორა

გიგი უგულავამ ძალიან კარგად იცის ჩემი სტატუსი "სითი-პარკთან" დაკავშირებით, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" კობა ბექაურმა განუცხადა , რომელიც როგორც გაირკვა, ახალ საბრალდებო ეპიზოდში, უგულავას წინააღმდეგ მოწმეა.

იგი აცხადებს, რომ გიგი უგულავამ აღნიშნულ კომპანიაში ბიზნესსაქმიანობას პირადი ფინანსური დაინტერესებით ჩამოაშორა. "2005 წელს შევხვდი თავად და შემოვიყვანე ებრაული კომპანია, რომელთან ერთადაც უნდა განგვეხორციელებინა პარკირების სისტემა. მაშინ საკრებულოში ვიყავი და ვფიქრობდი, რომ თბილისში უნდა ყოფილიყო კარგი პარკირების სისტემა. 2005 წელს ამ კომპანიამ გააკეთა პრეზენტაცია, შემდეგ, როცა 2007 წელს გაურკვეველი მიზეზებით მე დავტოვე პარლამენტი, ამ კომპანიის წარმომადგენლებს უგულავა და მისი მეგობრები შეხვდნენ და ტენდერში გაამარჯვებინეს. კომპანია "სითი-პარკის" წარმომადგენლებს, ისრაელში უგულავა და ახვლედიანი შეხვდნენ, უთხრეს ბექაური აღარაფერ შუაშიაო და შესთავაზეს, რომ მათ წილები უგულავასა და ახვლედიანისთვის უნდა მიეცათ", - განაცხადა კობა ბექაურმა.

მისი თქმით, უგულავამ მისი ჩამოშორებით, "გადაიფორმა" "სითი-პარკი". "შექმნეს ისეთი კონტრაქტი, როგორიც მათ აწყობდათ. არჩევნების დროს, მათ შავ ხვრელად ჰქონდათ "სითი-პარკი", ისინი აფინანსებდნენ 2012 წლის არჩევნების პერიოდში ე.წ. ნასარიძის სარეკლამო კომპანიას სითი-პარკიდან, დაასაქმეს თავიანთი სანათესაო, ხელშეკრულება გაუფორმეს სითი-პარკს, რომ თუ ვინმე მის გაუქმებას მოინდომებდა, თბილისის ბიუჯეტს 60 მილიონი დოლარი უნდა გადაეხადა კომპანიისთვის. უგულავამ ჩაატარა სუფთა მაფიოზური ტენდერი, რომლითაც თბილისი მან თავის ბიუჯეტად აქცია. ამ ბიუჯეტის მომპარავმა მე, როგორც ამ კომპანიის შემომყვანი, ვისაც რეალურად მინდოდა ბიზნესი გაგვეკეთებინა, ჩამომაშორა", - განაცხადა ბექაურმა, რომელიც "სითი-პარკის" საქმეზე, უგულავას წინააღმდეგ მთავარი მოწმეა.

მისი თქმით, უგულავას და ახვლედიანს თვითონ აწყობდათ, რომ ფული ამოეღოთ თბილისელებისგან, რის გამოც 5-ჯერ შეცვალეს ხელშეკრულება კომპანიასთან. "უგულავამ და მისმა მეგობრებმა ძალიან კარგად იციან, რა კავშირში ვარ და ვიყავი სითი-პარკთან", - განაცხადა ბექაურმა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ