რატომ ხდებიან ბავშვები დაუნდობლები? – სად ვუშვებთ შეცდომას

რატომ ხდებიან ბავშვები დაუნდობლები? – სად ვუშვებთ შეცდომას

ბავშვების დაუნდობლობა და სისასტიკე თანამედროვე სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა. ამ თემას არაერთი შრომა მიუძღვნეს, იკვლევენ და არკვევენ, ის აღელვებს მშობლებს, მასწავლებლებს და ფსიქოლოგებს, მთლიანად საზოგადოებას.

ზოგიერთ მეცნიერს მიაჩნია, რომ ადამიანებში დაუნდობლობა გენეტიკურად არის დაპროგრამებული. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ ადამიანს ეს გენი აქვს, სისასტიკის გამოვლენას ვერავინ შეაჩერებს.

არსებობს სხვა მოსაზრებაც – ბავშვს, რომელიც საკეისრო კვეთით არის გაჩენილი, მომავალში შეიძლება განუვითარდეს ისეთი თვისებები, რომლებიც არამოტივირებულ აგრესიას იწვევს.

დავუჯეროთ თუ არა მეცნიერებს, ეს ყველას პირადი საქმეა. თუმცა ბავშვების ქცევის შესწავლისა და გაანალიზების შემდეგ ფსიქოლოგებმა 4 ძირითადი ფაქტორი ჩამოაყალიბეს, რომლებიც სისასტიკის გამოვლენას იწვევს.

1. ფიზიოლოგიური ფაქტორი

ნებისმიერი ადამიანი, თავისი არსით, მიდრეკილია სისასტიკისკენ, მაგრამ ბავშვი, რომელიც აგრესიულ ქმედებებს სჩადის, ინსტინქტურად მოქმედებს, გაუცნობიერებლად. კვლევების თანახმად, გაუცნობიერებელი სისასტიკის ნიშნები ბავშვებს ძალიან ადრე უვლინდებათ, 2-3 წლის ასაკში. ასეთ ადრეულ ასაკში ემოციები გონებას ფარავს, ბავშვი კი მათ ვერ მართავს. ამიტომაც, შეიძლება თავისნაირ ბავშვს დაარტყას ან გაბრაზებულმა სათამაშო დაამტვრიოს, ისე, რომ ვერ ხვდება თავის ცუდ საქციელს.

2. აღზრდის ფაქტორი

ბავშვები ეძებენ გამოსავალს დაგროვილი უარყოფითი ემოციებისგან, ცდილობენ, სიბრაზე მათზე ამოანთხიონ, ვინც სუსტია – ასეთ ქცევას უფროსებისგან იღებენ. ხშირად ზოგიერთი მშობელი აღზრდის დროს ხშირად იყენებს ფიზიკურ დასჯას და ყვირილს. შედეგად, როდესაც დედ-მამა არ არის გვერდით, ის მათნაირად იქცევა მასზე უმცროსთან ან სუსტთან. ეს მომავალი აგრესიულობისკენ გადადგმული ნაბიჯია.

იხილეთ სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია