გოგი ხოშტარია - იმის თქმა, რომ აღმოჩენილია ფიროსმანის საფლავი, ამ დროისთვის ხმამაღალი ნათქვამია

გოგი ხოშტარია - იმის თქმა, რომ აღმოჩენილია ფიროსმანის საფლავი, ამ დროისთვის ხმამაღალი ნათქვამია

იმის თქმა, რომ აღმოჩენილია ნიკო ფიროსმანის სავარაუდო საფლავი, ამ დროისთვის ხმამაღალია, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ხელოვნებათმცოდნე გოგი ხოშტარიამ განუცხადა. მისი თქმით, იმ საფლავზე, რომელიც შეიძლება ფიროსმანის იყოს, აუცილებელია კვლევა გაგრძელდეს.

როგორც ხოშტარიამ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, გამოიკვეთა რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც აუცილებლად შესწავლას საჭიროებს.

"ნაპოვნია საფლავი, რომელზეც რაღაც საფუძველი არის კვლევა ვაწარმოოთ, რომ იქნებ ეს არის ფიროსმანაშვილის საფლავი. სავარაუდო საფლავი ცოტა ხმამაღალი ნათქვამია. ახლა ვიყავით საფლავზე. საერთო აზრი ის არის, რომ არის საფუძვლები ვარაუდისთვის, რომ არის ფიროსმანის საფლავი. პირველი საფუძველი არის წარწერა. მაგრამ ამ წარწერაში არ არის გვარი, არ არის თარიღი. აღსანიშნავია ისიც, რომ წარწერა არის ასეთი – შეიწყალე, უფალო, ნიკალაი!. როგორც ცნობილია მას ნიკალას ეძახდნენ. ესეც ეჭვებს ბადებს", - აღნიშნა ხოშტარიამ.

მისივე თქმით, ასევე ეჭვებს ბადებს ის, რომ საფლავი არის პატარა ზომის და ბავშვის საფლავს გავს.

"ამ მიმართულებით საჭიროა ეს საფლავი ამოიწიოს და სპეციალური აპარატურის მეშვეობით დადგინდეს თუ რა სიდიდის არის მიწის ქვეშ ადამიანის ნეშთი. თუ ეს პატარა ბავშვის საფლავი აღმოჩნდა, სამწუხაროდ, აღმოჩნდება, რომ ეს ნიკო ფიროსმანის საფლავი არ არის. თუ ასე არ იქნება, საფლავი უნდა ამოითხაროს და დნმ-ის შემოწმება უნდა მოხდეს", - აღნიშნა ხოშტარიამ. თუმცა, მისივე თქმით, არის არის რაღაც ცნობები, რომლებიც იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ნიკო ფიროსმანი სწორედ კუკიაზეა დასაფლავებული.

"არის ცნობები, სადაც ვიღაც ახლობლები მოიხსენიებენ, რომ იგი არის დაკრძალული კუკიაზე, ეკლესიისგან მარცხნივ. ასევე არსებობს ჩანაწერები, რომ ამ საფლავზე ჭირისუფალიც დადიოდა. ეს საფლავიც არის კუკიაზე და ეკლესიისგან მარცხნივ. ეს ყველა მონაცემი საკმარისზე მეტია იმის სათქმელად, რომ კვლევა გაგრძელდეს", - აღნიშნა ხოშტარიამ.

როგორც კულუტრის სამინისტროს მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, კუკიის სასაფლაოზე, ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოჩენილია საფლავის ქვა, წარწერით - "შეიწყალე, უფალო, ნიკალა!".

სამინისტროს ინფორმაციით, ჟურნალისტმა მაია რამიშვილმა საკუთარი რამდენიმე მეგობარი, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია, ფოლკლორისტები ეთერ თათარაიძე და ამირან არაბული, ისტორიკოსი ზაზა აბაშიძე, მწერალი კოტე ჯანდიერი და ხელოვნებათმცოდნე ეკა კიკნაძე გუშინ სწორედ იმ ადგილას მიიწვია, სადაც სავარაუდოდ, ნიკო ფიროსმანის საფლავი ეგულება.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია