რა ურთიერთობა აქვს თამუნა მუსერიძესთან ქართველ ბარმენს, რომელსაც სხეულის 80% მოსვირინგებული აქვს (+3 ფოტო)

რა ურთიერთობა აქვს თამუნა მუსერიძესთან ქართველ ბარმენს, რომელსაც სხეულის 80% მოსვირინგებული აქვს (+3 ფოტო)

ტატო გვალია 21 წლის ბარმენია, თბილისის ერთ-ერთ ცნობილ კლუბში მუშაობს. მასთან ურთიერთობა ბევრს სიამოვნებს. თავისი გარეგნობისა და ხასიათის გამო ბარში შესული გოგონები ფუტკრებივით ეხვევიან თავს. ტატო სხვებისგან იმით გამოირჩევა, რომ ნახევარი სხეული მოსვირინგებული აქვს და არ აპირებს გაჩერებას, რადგანაც ყოველი ახალი ტატუ დიდ სიამოვნებას ანიჭებს.

- ბარმენობა სად ისწავლე?

- ძალიან ბევრი ახლობელი მყავს, ვინც პროფესიით ბარმენია და სწორედ მათი დახმარებით ვისწავლე და დავეუფლე ამ პროფესიას. ბევრი რამ ჩემმა დღევანდელმა მეწყვილემაც მასწავლა. ისე, ათვისებაც არ გამჭირვებია. ახლა მინდა, რომ ჩემს საქმიანობაში ვიყო ძლიერი და ნებისმიერი სეგმენტის დაკმაყოფილება შემეძლოს.

- თქვენს კლუბს როგორი კატეგორიის ადამიანები სტუმრობენ?

- ჩვენი მომხმარებელი ძირითადად ა კლასის კატეგორიას ეკუთვნის... ჩემთვის პრიორიტეტი ჩემი საინტერესო იმიჯია, რადგანაც ბართან მოსული სტუმარი მოხატულ სხეულზე ხშირად მესაუბრება, კითხვებს მისვამს, მოსწონს და აინტერესებს...

- მოხატულ სხეულზე კითხვებს მეც დაგისვამ, ოღონდ, ჯერ ის მითხარი, რა განათება გაქვს?

- ტექნიკურ უნივერსიტეტში ინტეგრირებული მარკეტინგის ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული. ჩემი პროფესიით არ მიმუშავია, მაგრამ იმ ცოდნას დღეს ჩემს საქმიანობაში ვიყენებ კონკრეტულად, გაყიდვების დაგეგმვაში...

- მოდი, ახლა შენს იმიჯზე, ანუ მოხატულ სხეულზე ვილაპარაკოთ. რატომ და როდის გადაწყვიტე ასე დაგემშვენებინა ის?

- პირველი ტატუ 16 წლისამ, კეფაზე გავიკეთე და მას მერე სხეულის მოხატვას განვაგრძობ. ის პირველი ტატუ ანგელოზის ორნამენტი იყო...

- ახლა კი უკვე ნახევარი სხეული მოხატული გაქვს... რა გატაცებაა ეს?

- კი, სხეულის უმეტესი ნაწილი - 80% მოხატული, ტატუირებული მაქვს, რაც მსიამოვნებს.

- სადამდე აპირებ ამ "მხატვრობას"?

- ძალიან მომწონს და არანაირ დისკომფორტს არ მიქმნის და არც გაჩერებას ვაპირებ. მით უფრო, რომ ცხოვრებისეულ სიტუაციებთან ერთად, იდეებიც იზრდება და ვითარდება.

- საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს ასეთი მოსწონხარ?

- თუ გავითვალისწინებთ, ჩემ მიმართ საპირისპირო სქესის მოზღვავებულ ინტერესს, ე.ი. მოსწონთ.

- მშობლები რას გეუბნებიან?

- ოჯახში არანაირი პრობლემა არ მაქვს. პირიქით, ჩემი ძმა - დუჩე ტატუს სპეციალისტია და ჩემს იმიჯზე ზრუნავს...

- ყველა სვირინგი მან გაგიკეთა?

- დიახ. ჩემი სხეულის მოხატვას სხვას არც ვანდობ...

- მტკივნეული არ არის?

- გარკვეულ ადგილებზე მტკივნეულია, მაგრამ ნაწამები ნამდვილად არ ვარ (სიცილით ამბობს). მოკლედ რომ გითხრათ, არც ისეთი მწარეა, რომ ადამიანმა ვერ გაუძლოს...

- თითოეულ ტატუს რაიმე მნიშვნელობას ანიჭებ თუ უბრალოდ, ისე იკეთებ?

- ჰო, ყველა ტატუს თავისი შინაარსი, დატვირთვა და მნიშვნელობა აქვს...

- შეყვარებული ან საყვარელი გოგონა გყავს?..

- ჯერ არ ვახმაურებ (სიცილით ამბობს).

- თამუნა მუსერიძესთან თამამი ფოტოები გაქვს გადაღებული. მეგობრობთ?

- მე და თამუნა მეგობრები ვართ, ერთ დაწესებულებაში, ანუ კლუბში ვმუშაობთ. მასთან ერთად, მსგავსი ფოტოები ბევრი მაქვს.

- როგორი გოგოა თამუნა?

- ძალიან დადებითი და კარგი ადამიანია.

- ე.ი. მეგობრობა გამოგდით?

- კი.

- გოგონებს გარდა იმისა, რომ შენი დახატული სხეულით იზიდავ, მათი "დაბმის" რა ხერხები გაქვს?

- ამ კითხვას ჩემს თავს ხშირად უსვამ და ვერ ვპასუხობ. "დაკერვის" მექანიზმები არ მაქვს შემუშავებული... მოკლედ, "დაკერვა," "სირბილი," ჩალიჩი და მსგავსი რაღაცები არ მიწევს, უმეტეს შემთხვევაში, უმეტესად თავისით მოდის ყველაფერი...

- ისე, როგორი გოგოები მოგწონს, დახატული (პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით)?

- "დახატული" გოგოები ძალიან მომწონს მართლაც პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობითაც. შავგრემნებზე უუუ, მაჟრიალებს (სიცილით ამბობს)...

ისე, გოგოს რამდენიმე ტატუ აუცილებლად უნდა ჰქონდეს! ეს ჩემთვის მთავარია! ჭორიკანებთან და საკუთარ თავზე უაზროდ ბევრი ლაპარაკი რომ უყვართ, ვერ ვურთიერთობ, ასევე ვერც კომპლექსიანებთან, უბრალოდ ვერ ვეწყობი...

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია