კახა ბენდუქიძემ "ნაციონალურ მოძრაობას" 5 555 ლარი 5-ჯერ გადაურიცხა

კახა ბენდუქიძემ "ნაციონალურ მოძრაობას" 5 555 ლარი 5-ჯერ გადაურიცხა

"ნაციონალური მოძრაობის" ყველაზე მსხვილი შემომწირველი ეკონომიკის ყოფილი მინისტრი კახა ბენდუქიძეა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ კახა ბენდუქიძის მიერ "ნაციონალური მოძრაობისთვის" გადარიცხული თანხის ოდენობა ყოველ ჯერზე 5 555-ს შეადგენს.

პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით, კახა ბენდუქიძემ 5 555 -5 555 ლარის ოდენობის თანხა "ნაციონალური მოძრაობას" 5-ჯერ (მიმდინარე წლის 15 მაისს, 13 ივნისს, 14 ივნისს, 16 ივნისს და 20 ივნისს) გადაურიცხა. სულ აღნიშნულ პერიოდში კახა ბენდუქიძის მიერ "ნაციონალური მოძრაობისთვის" შეწირულმა თანხამ 27 775.00 ლარი შეადგინა.

ამასთან, "ნაციონალურმა მოძრაობამ" 2012 წლის 11 ივლის ბენდუქიძისგან 55 555 ლარის ოდენობის ფულადი შემოწირულება მიიღო.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა