პროკურატურამ გიგი უგულავასთვის აღმკვეთი ღონისძიების გამოყენების თაობაზე სასამართლოს უკვე მიმართა

პროკურატურამ გიგი უგულავასთვის აღმკვეთი ღონისძიების გამოყენების თაობაზე სასამართლოს უკვე მიმართა

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გიგი უგულავასთვის აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა. ეს ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" თბილისის საქალაქო სასამართლოში დაუდასტურეს. პროკურატუა უგულავასთავის გირაოს შეფარდებას ითხოვს.

ამასთან, მთავარი პროკურორის მოადგილემ, ირაკლი შოთაძემ დღეს განაცხადა, რომ სასამართლოს პროკურატურა დღეს მიმართავდა და გირაოს შეფარდებას მოითხოვდა.

გიგი უგულავას ახალი ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში, 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა უგულავა სისხლის სამართალის პასუხისგებაში მისცა. საქმე ეხება 2007 წლის 7 დეკემბერს "სითი პარკსა" და თბილისის მთავრობას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას.

"თბილისის მერმა - გიორგი უგულავამ, ცენტრალური ბიუჯეტის განზრახ იგნორირებით, კანონთან შეუსაბამო ბრძანების საფუძველზე შპს ,,სი-თი პარკისთვის" დამატებითი შეღავათების დაწესებით, კომპანიის სასარგებლოდ მთლიანობაში გაფლანგა სახელმწიფოს კუთვნილი თანხა - 1 086 718 ლარის ოდენობით", - აცხადებენ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ