"ჩემი ჩათვლით, საქართველოში ალბათ 5-დან 7-მდე ტრანსსექსუალი იქნება"

"ჩემი ჩათვლით, საქართველოში ალბათ 5-დან 7-მდე ტრანსსექსუალი იქნება"

ბოლო დროს საქართველოში ჰომოფობიის ბრალდებით არაერთი ქართველი ვარსკვლავი გაეხვია სკანდალში. ამის მაგალითად შეგვიძლია მსოფლიო დონის საოპერო მომღერალი თამარ ივერი მოვიყვანოთ, რომელსაც ერთი წლის წინ გეების მისამართით გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადების გამო ორმა ოპერამ კონტრაქტი გაუუქმა. მეორე შემთხვევა ახალია, სოფო ტოროშელიძე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსის გამო უფლებადამცველებმა მწვავედ გააკრიტიკეს. სოფო წერდა, რომ ჰომოსექსუალები ამ ბოლო დროს ძალიან მომრავლდნენ და ყველაფერი სააშკარაოზე გამოფინეს.

ფაქტია, რომ ბოლო დროს უმცირესობების უფლებებს უამრავი ადამიანი იცავს, ის კი, ვინც მათ გააკრიტიკებს ან შეურაცხმყოფელ კომენტარს გამოაქვეყნებს სოციალურ ქსელში, მედიის ინტერესის ობიექტი ხდება.

მართალია, ''ლგბტ'' თემს ბევრი უფლებადამცველი ჰყავს, მაგრამ ისინი მუდმივად წუწუნებენ, რომ მათი უფლებები ირღვევა. გადავწყვიტეთ, ერთ-ერთ ტრანსსექსუალთან ინტერვიუ ჩაგვეწერა და მოეყოლა, როგორ ცხოვრობენ სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლები საქართველოში. მაგრამ ინტერვიუზე რომ დაგვთანხმებოდა, ჩვენგან ფულადი ანაზღაურება მოითხოვა. როგორც აღმოჩნდა, ურთიერთობის ეს ფორმა უჩვეულო არ არის ტელევიზიებისთვის, რადგან მოგვწერა, რომ ტელეინტერვიუში ანაზღაურება არაერთხელ მიუღია.

ინტერვიუზე დაგვთანხმდა მეორე ტრანსსექსუალი მარი (სახელი შეცვლილია - ავტ.).

მართალია, არ მალავს, რომ ტრანსსექსუალია, მაგრამ გვითხრა, რომ მშვიდი ცხოვრება სურს და პიარი არ სჭირდება, ამიტომ სახის გამოჩენას მოერიდა, თუმცა ყველა კითხვაზე სიამოვნებით გვიპასუხა.

- მარი, როგორ ცხოვრობთ საქართველოში ტრანსსექსუალები, რა პრობლემები გხვდებათ?

- ჩემი ჩათვლით, საქართველოში ალბათ 5-დან 7-მდე ტრანსსექსუალი იქნება. პირადად მე ისე ვცხოვრობ, როგორც რიგითი დიასახლისი. საზოგადოება უფრო მეტად ტრანსვესტიტებს იცნობს, ტრანსსექსუალები ჩრდილში ყოფნას ვამჯობინებთ, რადგან ასე უფრო ადვილია საქართველოში ცხოვრება. ჩემ მიმართ აგრესია არასოდეს მიგრძნია. 15 წელია, რაც ტრანსსექსუალი ვარ. მკითხველს რომ ავუხსნა, მე ასეთი ვარ დღე და ღამე, ტრანსვესტიტები კი დღე ჩვეულებრივი მამაკაცები არიან, ღამე კი იგრიმებიან და ქალები ხდებიან. მე სულით ხორცამდე ქალი ვარ.

- გეებსა და ტრანსვესტიტებთან როგორი ურთიერთობა გაქვს?

- ჩვეულებრივი, განსხვავებული არაფერი. სიმართლე რომ გითხრათ, ყოველთვის იყო კონკურენცია ქალებსა და ტრანსსექსუალებს შორის. გეებსა და ტრანსვესტიტებზეც იმავეს ვიტყოდი.

- ქართველი ტრანსსექსუალებიდან საზოგადოება მხოლოდ კესარია აბრამიძეს იცნობს, მან არაერთი ოპერაცია გაიკეთა, რომ თავი სრულყოფილ ქალად ეგრძნო. რამდენად მარტივია საქართველოში ამის მიღწევა?

- პლასტიკურ ოპერაციებს ის იკეთებს, ვისაც პრობლემები აქვს. მე არანაირი ოპერაცია არ მაქვს გაკეთებული. ახლა ვემზადები და მკერდს ვიკეთებ. დანარჩენი ქალის პარამეტრები მაქვს.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია