პროკურატურა გიგი უგულავასთვის აღმკვეთ ღონისძიებად 50 ათასლარიან გირაოს ითხოვს

პროკურატურა გიგი უგულავასთვის აღმკვეთ ღონისძიებად 50 ათასლარიან გირაოს ითხოვს

პროკურატურა გიგი უგულავასთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით 50 ათასლარინი გირაოს გამოყენებას ითხოვს. როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადეს, აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი ხვალ, 11:00 საათზე გაიმართება.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გიგი უგულავასთვის აღმკვეთი ღონისძიების გამოყენების თაობაზე შუამდგომლობით სასამართლოს დღეს მიმართა. გიგი უგულავას ახალი ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში, 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა უგულავა სისხლის სამართალის პასუხისგებაში მისცა. საქმე ეხება 2007 წლის 7 დეკემბერს "სითი პარკსა" და თბილისის მთავრობას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას.

"თბილისის მერმა - გიორგი უგულავამ, ცენტრალური ბიუჯეტის განზრახ იგნორირებით, კანონთან შეუსაბამო ბრძანების საფუძველზე შპს ,,სი-თი პარკისთვის" დამატებითი შეღავათების დაწესებით, კომპანიის სასარგებლოდ მთლიანობაში გაფლანგა სახელმწიფოს კუთვნილი თანხა - 1 086 718 ლარის ოდენობით", - აცხადებენ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ