კალაძე: ბაქოდან გამომგზავრებისას ირმა ნადირაშვილს ჩანთაში 350 ათასი დოლარი ჰქონდა

კალაძე: ბაქოდან გამომგზავრებისას ირმა ნადირაშვილს ჩანთაში 350 ათასი დოლარი ჰქონდა

ბაქოდან გამომგზავრებისას უშუალოდ ირმა ნადირაშვილს ჩანთაში 350 ათასი დოლარი ჰქონდა, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა კახი კალაძემ "იმედის" გადაცემა "პოლიტიკის დროში" განაცხადა.

მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ირმა ნადირაშვილს და ზურაბ ჯაფარიძეს ბაქოდან შავი ფული მოჰქონდათ – დაახლოებით 1 მილიონის ოდენობით, რის გამოც 4 საათის განმავლობაში დაკავებული იყვნენ.

"დეტალები ჩვენთვის ცნობილია, მაგრამ ეს ყველაფერი მიჩუმათდა, რადგან სახელმწიფოთაშორის ურთიერთობების თემა იყო. ამის გამო ყველაფერი ჩაწყნარდა და არც ჩვენ მივყევით ბოლომდე. თუ გახსოვთ, როცა ეს ორი პიროვნება თბილისის აეროპორტში ჩამობრძანდა, ბატონმა ჯაფარიძემ განაცხადა, რომ აზერბაიჯანში განიხილავდნენ მარნეულსა და გარდაბანში მიმდინარე მოვლენებს. როცა ჩვენ ჩვენი კანდიდატი მარნეულში მოვხსენით, ეს ზუსტად იმის გამო გავაკეთეთ, რომ გვქონდა ინფორმაცია, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ეთნიკურ ნიადაგზე მარნეულის რაიონში არეულობის მოწყობას გეგმავდა", - აღნიშნა კალაძემ.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა