საშინელი შურისძიება: თანასოფლელებს შორის დავა სახლის დაწვის მცდელობით დასრულდა

საშინელი შურისძიება: თანასოფლელებს შორის დავა სახლის დაწვის მცდელობით დასრულდა

შიდა ქართლის პროკურატურამ კასპის რაიონის სოფელ თელიანში 1960 წელს დაბადებული ზურაბ დემეტრაშვილი დააკავა. გორის სასამართლომ 1 ივლისს მას აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო 4 000 ლარი შეუფარდა. ზურაბ დემეტრაშვილს ბრალი თანასოფლელის, ანა ბერიაშვილის საცხოვრებელი სახლის ინტერიერის დაწვაში ედება. ანა ბერიაშვილმა 715 ლარის ზიანი მიიღო.

პროკურატურა თვლის, რომ ზურაბ დემეტრაშვილი გამოძიებას არ მიემალება და წინასწარი გამოძიების პირობებში სამართალდამცავებთან ითანამშრომლებს. სწორედ, ეს გახდა გირაოს მოთხოვნის ერთ-ერთი არგუმენტი.

დემეტრაშვილებსა და ბერიაშვილების ოჯახებს შორის დავა დიდი ხანია მიმდინარეობს. სოფლის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის განცხადებით, ოჯახებს შორის დავა მას შემდეგ დაიწყო, რაც ზურაბ დემეტრაშვილმა ანა ბერიაშვილის მეუღლე თბილისში სამუშაოდ წაიყვანა.

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ