"შენი კომფორტი დასრულდა, ეგ შუშის სახლი ოხრად დაგრჩება" - გივი თარგამაძის მუქარა ბიძინა ივანიშვილს

"შენი კომფორტი დასრულდა, ეგ შუშის სახლი ოხრად დაგრჩება" - გივი თარგამაძის მუქარა ბიძინა ივანიშვილს

თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას დაკავების ფაქტს "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები ძირითადად სოციალური ქსელის, Facebook-ის საშუალებით ეხმაურებიან. გოგა ხაჩიძის შემდეგ საკმაოდ მწვავე სტატუსს გივი თარგამაძეც აქვეყნებს.

Facebook| გივი თარგმაძე, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა":

"გიგი მხნედ არის. თითოეული ჩვენთაგანიც. ამ წუთიდან ადამიანის არამსგავსი ჩემი მეზობელი აღარ მაინტერესებს. ბიძინა ივანიშვილო, შენი კომფორტი დასრულდა. ეგ შუშის სახლი დაგრჩება ოხრად."

"რადგან მთავრობის სხდომა მიდის, რომელიმე წაიკითხავთ და დანარჩენებს გადაეცით. კაპრიზი ბიძინასია, პასუხისმგებლობა კი თითოეული თქვენთაგანისაა. არ აქვს მნიშვნელობა, ჯანდაცვის მინისტრი ხარ თუ იუსტიციის. მთელს მსოფლიოს ეცოდინება, რომ საქართველოში ოლიგარქის მონების მთავრობაა. მონებო."

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა