აუცილებელი წესები, როცა ბავშვი ზღვაზე მიგყავთ

აუცილებელი წესები, როცა ბავშვი ზღვაზე მიგყავთ

პირველ რიგში, ბავშვი უკვე უნდა იყოს იმ ასაკის, რომ ზღვაზე წასვლა მისთვის შეიძლებოდეს. პედიატრების რეკომენდაციებით, 2-3 წლამდე ასაკის პატარას დასვენება მთის ჰაერზე ჯობს. გარდა ამისა, თუ სათანადო წესებს არ დაიცავთ, ზღვაზე წასვლა მეტ ზიანს მოგიტანთ, ვიდრე სარგებლობას.

• იმისათვის, რომ ბავშვი მზეზე არ დაიწვას, იყიდეთ წყალგამძლე მზისგან დამცავი კრემი და ეცადეთ, მზის ქვეშ ბევრი დრო მაინც არ გაატაროს – განსაკუთრებით, 12-დან 5 საათამდე.

• წყალში დიდხანს არ უნდა იყოს, განსაკუთრებით პირველ დღეებში. და იჭყუმპალაოს ძირითადად ნაპირთან ისე, რომ თვალი არ მოაშოროთ – წყალი ისეთი რამეა, არასდროს ხართ ბოლომდე დაცული.

• სანამ ბავშვს ჩაუშვებთ წყალში, მაქსიმალურად შეამოწმეთ ფსკერი, რომ არ იყოს ღრმულები, ან ათასგვარი ჭუჭყი, შუშის ნამტვრევები.

• აუცილებლად უნდა დაიბანოს ბავშვმა მას მერე, რაც ზღვაში იჭყუმპალავებს. ზღვის წყალი ერთი შეხედვით სუფთაც რომ ჩანდეს, მაინც აღარ არის ისეთი, რომ მისი ტანზე შეშრობა ღირდეს, მით უმეტეს, დღევანდელი პლაჟების სიახლოვეს არსებული წყალი, რომელიც ათასგვარი ინფექციით არის სავსე. ასევე უნდა გაუვლოთ წყალში საცურაო კოსტიუმი და გაუშროთ, სანამ ხელმეორედ ჩააცმევთ. ჯობს, ორი-სამი წყვილი გქონდეთ წაღებული.

იხილეთ სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია