ვანო ფიფიას ბათუმის ბულვარში ბინა გადაეცა

ვანო ფიფიას ბათუმის ბულვარში ბინა გადაეცა

"რუსთავი 2"-ის სატელევიზიო პროექტ "ნიჭიერის" გამარჯვებულს, ვანო ფიფიას ბათუმის ბულვარში ერთოთახიანი ბინა გადაეცა. პროექტში მოგებული ბინის მიღებას ვანო ფიფია 2012 წლის ოქტომბრიდან ელოდა.

"ერთოთახიანი ბინაა, გარემონტებული, ისეთი, რომ შეგიძლია შეხვიდე და იცხოვრო. გასაღები პირადად "ორბი ჯგუფის" ხელმძღვანელმა გადმომცა. საბუთები მოამზადეს და დაახლოებით 1 თვის წინ გავიფორმეთ ბინა. როგორც ვაპირებდით, უნდა გავაქირავოთ", - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ვანო ფიფიამ.

შეგახსენებთ, გურჯაანის რაიონის სოფელ კარდენახში მცხოვრები 14 წლის ვანო ფიფია პროექტ "ნიჭიერის" გამარჯვებული 2011 წლის 7 ივნისს გახდა.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია