ნიკა მელია - "ნაცმოძრაობის" მთავარი აღმსრულებლის" მივიწყებული წარსულიდან

ნიკა მელია - "ნაცმოძრაობის" მთავარი აღმსრულებლის" მივიწყებული წარსულიდან

2012 წლის გაზაფხულ-ზაფხულში, სახელმწიფო აუდიტის მოთხოვნის შესაბამისად, ქართველმა მოსამართლეებმა პარტიებისთვის უკანონო შემოწირულობის გახორციელების გამო ათეულობით მილიონობით ლარით დააჯარიმეს ათეულობით ფიზიკური და იურიდიული პირი, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა ბიძინა ივანიშვილთან და "ქართულ ოცნებასთან" იყო დაკავშირებული.

სწორედ იმ დიდი დაყადაღებებისა და აუქციონის პერიოდში ხელმძღვანელობდა აღსრულების ეროვნულ ბიუროს "ნაციონალური მოძრაობის" თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია.

პარლამენტის წევრი გიგა ბუკია ერთ-ერთი მათგანია, რომლის ქონებაც აღსრულებას გადაეცა:

"აუდიტის სამსახურმა სასამართლოში შეიტანა სარჩელი, რომ ჩემი შემოწირულობა უკანონო იყო. რეალურად, 50 000-დოლარიანი საკრედიტო ხელშეკრულება მქონდა, შემოსავლის სხვა წყაროებს რომ თავი დავანებოთ. აქედან გადავრიცხე თანხა "ქართული ოცნების" სასარგებლოდ. მოსამართლემ 7 წუთში გამომიცხადა გადაწყვეტილება და დაგვაკისრა ჯარიმა ათმაგი ოდენობით - 350 000 ლარზე იყო საუბარი. გავასაჩივრეთ, მაგრამ იგივე გადაწყვეტილება დატოვეს ძალაში, რომელიც აღსასრულებლად გადაეცა აღსრულების ბიუროს და პირველ რიგში, ჩემი ქონება გაყიდეს".

როგორც გიგა ბუკია იხსენებს, განსახლებაც უნდა დაწყებულიყო, მაგრამ ამასობაში 2 ოქტომბრის არჩევნების შედეგები დადგა და პროცესი შეჩერდა. აღსრულების ბიუროდან მას მეორე დღესვე დაურეკეს:

"დამირეკეს და მაცნობეს, რომ ქონება ისევ ჩემს სახელზე იყო გადმოფორმებული. როცა ვკითხე, რის საფუძველზე გადმომიფორმეთ, კიდევ ერთ უკანონობას რატომ ჩადიხართ-მეთქი, მითხრეს, თქვენთვის ქონება არასწორად იყო ჩამორთმეული, რაც ჩაითვალა არასწორად განხორციელებულ ღონისძიებადო".

სააღსრულებლო ბიურომ, რომლის ხელმძღვანელი ნიკანორ, იგივე ნიკა მელია გახლდათ, მხოლოდ 2012 წლის 3 ოქტომბერს აღმოაჩინა, რომ ასეულობით ადამიანის ქონება უკანონოდ იყო ჩამორთმეული.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა