სტრასბურგის სასამართლო - რუსეთში ადგილი ჰქონდა ქართველების დევნის კოორდინირებულ პრაქტიკას

სტრასბურგის სასამართლო - რუსეთში ადგილი ჰქონდა ქართველების დევნის კოორდინირებულ პრაქტიკას

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსეთში ადგილი ჰქონდა ქართველების დევნის კოორდინირებულ პრაქტიკას.

არსებული ინფორმაციით, ამის შესახებ ნათქვამია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში, რომელიც რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა. რაც შეეხება კომპენსაციის ოდენობას, მხარეები ამის შესახებ 1 წლის განმავლობაში უნდა შეთანხმდნენ.

საქმე ეხება 2006 წლის შემოდგომაზე რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მცხოვრები ეთნიკური ქართველების შევიწროებასა და მათ მასობრივ დეპორტაციას. საქართველოს მთავრობამ სახელმწიფოთაშორისი საჩივარი რუსეთის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში 2007 წლის 26 მარტს შეიტანა. საჩივარში საილუსტრაციოდ მოყვანილია 130-მდე ქართველის ინდივიდუალური შემთხვევა. 2009 წლის 15 დეკემბერს საქმის განმხილველმა პალატამ, საჩივრის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქმე განსახილველად გადასცა სასამართლოს დიდ პალატას, სადაც 2011 წლის 31 იანვრიდან 4 თებერვლამდე, დიდი პალატის 17 მოსამართლის წინაშე, მოწმეთა დაკითხვა გაიმართა. საქმეზე ბოლო საჯარო სხდომა სტრასბურგის სასამართლოში 2012 წლის 13 ივნისს შედგა და პროცედურა დაიხურა. სხდომის შემდგომ თათბირზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, თუმცა სათათბირო საიდუმლოების პრინციპიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების შინაარსი ამ დრომდე უცნობი იყო.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა