ნინო სურგულაძე მძიმე სენით დაავადებულ 5 პატარას დაეხმარება

ნინო სურგულაძე მძიმე სენით დაავადებულ 5 პატარას დაეხმარება

მეცო-სოპრანო ნინო სურგულაძემ საქველმოქმედო ფონდი "ნატვრის ხე" დააფუძნა, რომლის ეგიდითაც 10 ივლისს სადებიუტო ღონისძიება - საქველმოქმედო კონცერტი-მარათონი გაიმართება. ნინო სურგულაძის ორგანიზებით თბილისში მსოფლიოში ცნობილი საოპერო მომღერლები ჩამოვლენ და დაავადებული ახალგაზრდებისთვის იმღერებენ, რომელთაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ესაჭიროებათ.

საღამო კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში ჩატარდება და მასში მონაწილეობას, სრულიად უანგაროდ, ოპერისა და ბალეტის თეატრის სიმფონიური ორკესტრი მიიღებს. მარათონი ტელეკომპანია "იმედის" ეთერით გადაიცემა და მას ეკა ხოფერია წაუძღვება. ღონისძიების საორგანიზაციო პროცესში "იმედი" აქტიურად არის ჩართული.

მუსიკოსები ეხმარებიან - პატარა ნიკუშა ვაშაკიძეს, რომელიც ფიბროზ კისტოზის იშვიათი შერეული ფორმა აქვს. ასეთი დაავადება საქართველოში ბევრს აქვს, მაგრამ ნიკუშაა ერთადერთია, რომელიც აპარატზეა შეერთებული; ნინო ჩიქოვანს - კონსერვატორიის სტუდენტს, ნინო სურგულაძის კოლეგას, მეცო-სოპრანოს იშვიათი დაავადება - ტვინის არტერიულ-ვენური მალფორმაცია დაუდგინდა; ნანიკო ტორონჯაძეს (11 წლის), რომელსაც იუნგის სარკომა აქვს (ის "დიტო ცინცაძის ფონდიდან" გახლავთ); ვიტალი კილასონიას (16 წლის), თავის ტვინის სიმსივნე აქვს ("დიტო ცინცაძის ფონდი") და 10 წლის ბექა ბერიშვილს, რომელსაც გულმკერდის არეში სიმსივნე აქვს (დიტო ცინცაძის ფონდი). იქნება სატელეფონო ზარები და თანხა ანგარიშზე გადაირიცხება.

ნინო სურგულაძე:

- კონსერვატორიამ დარბაზი დაგვითმო. უცხოელი მეგობრებიც, მსოფლიო საოპერო ვარსკვლავები, დიდი სიამოვნებით დამთანხმდნენ, ჩამოსულიყვნენ და დავხმარებოდით გაჭირვებულ ბავშვებს. ასევე ჩამოდის მსოფლიოში ძალიან ცნობილი და წარმატებული მაესტრო პაოლო არივა ბენი, - მთელ კონცერტს ის უდირიჟორებს. იმედი გვაქვს, რომ ამ კონცერტით მძიმე მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს დავეხმარებით.

ლალი ფაცია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია