რუსთაველის თეატრში მოჩვენება დააფიქსირეს - რობერტ სტურუა და შეშინებული მსახიობები უჩვეულო მოვლენაზე საუბრობენ (+ვიდეო)

რუსთაველის თეატრში მოჩვენება დააფიქსირეს - რობერტ სტურუა და შეშინებული მსახიობები უჩვეულო მოვლენაზე საუბრობენ (+ვიდეო)

"გუშინწინ, დაახლოებით 03.00. საათზე, პატარა გადახურულ თეატრის მოსაცდელში, სადაც მსახიობები და სტუმრები იკრიბებიან, სანდრო ახმეტელის მარმარილოს ბიუსტთან რაღაც ნათება ჩამოეშვა... პატარა ღრუბელივით მოძრაობდა სამი წუთი და მერე გაუჩინარდა... კამერამ დააფიქსირა ეს უცნაური მოვლენა...ამბობენ, რაღაც ხმები ახლდა ამ უცნაურ ობიექტს", - ეს ტექსტი Facebook-ზე რობერტ სტურუამ გამოაქვეყნა. სოციალურ ქსელში მალევე გამოჩნდა ვიდეოჩანაწერიც, რომელიც ამ იდუმალ ფაქტს ასახავს.

ტელეკომპანია "კავკასიასთან" საკუთარ მოსაზრებებს რუსთაველის თეატრის მსახიობები გამოთქვამენ, რომლებიც თეატრში არსებულ მისტიური სამყაროს არსებობაზე საუბრობენ.

ნიკა ქაცარიძე, მსახიობი: მე სულ ვიცოდი, რომ თეატრში სულები არიან, დადიან. ყველა თეატრს თავისი მისტიური სამყარო აქვს. ალბათ არსებობს, მე მჯერა ასეთი რამეების. არ ვიცი ვისი სული იყო, მაგრამ ერთი ფაქტია, - სწორედ იმ დღეს დახვრიტეს სანდრო ახმეტელი, როდესაც ეს მოჩვენება აღბეჭდეს კამერაზე.

"რუსთაველის თეატრი ისეთი მისტიური შენობაა, რომ არ არის გამორიცხული, აქ იყოს ადამიანის სული. ველოდები კვლევას", - ამბობს თეატრის კიდევ ერთი მსახიობი.

უფოლოგი ირაკლი შონია კი არ გამორიცხავს, რომ საქმე ფენომენალურ მოვლენასთან გვაქვს.

ირაკლი შონია: ძველად, ისტორიულად იმ ადგილზე სასაფლაო იყო და როგორც ჩანს ინფორმაცია, რომელიც იმ სამარხებს აქვს, მოქმედებს დღესაც და ამ ზემოქმედებას ის ადამიანებიც გრძნობენ, რომლებიც ამ ადგილას მუშაობენ. ძნელია კონკრეტული სახელი დავარქვათ მოვლენას, მაგრამ ფაქტია, რომ რაღაც ფენომენი იწყებს მათთან ურთიერთობას.

გარდა ამისა, თეატრის მსახიობები ამბობენ, რომ შენობაში ხშირად ესმით გაურკვეველი ხმები და არის ადგილები, სადაც გადაადგილების შიშიც აქვთ.

იხილეთ სიუჟეტი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია