უძ­ვე­ლე­სი სამ­კურ­ნალ­წამ­ლო მცე­ნა­რე­ე­ბი

უძ­ვე­ლე­სი სამ­კურ­ნალ­წამ­ლო მცე­ნა­რე­ე­ბი

რუბრიკას უძღვება ბიოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი, სწავლული აგრონომი, ფიტოთერაპევტი ნიკოლოზ იოსებიძე

ეს გახ­ლავთ სამ­კურ­ნალ­წამ­ლო მცე­ნა­რე­თა სხვა­დას­ხ­ვა ნა­წი­ლი, რო­მელ­საც პირ­ველ­ყო­ფი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი საკ­ვე­ბად იყე­ნებ­დ­ნენ. საკ­ვე­ბის ძებ­ნა­ში და­ქან­ცულ­მა ადა­მი­ან­მა შიმ­ში­ლის მო­საკ­ლა­ვად შე­ჭა­მა რო­მე­ლი­ღაც მცე­ნა­რის ლა­მა­ზი ნა­ყო­ფი და კუ­ჭი რომ აეშა­ლა, იმ ნა­ყოფს აღარ მი­ე­კა­რა. სა­მა­გი­ე­როდ, იმა­ვე ტყე­ში აღ­მო­ა­ჩი­ნა სხვა გვა­რი­სა და სა­ხე­ო­ბის მცე­ნა­რე, რო­მელ­მაც შე­მა­წუ­ხებ­ლად შე­უკ­რა კუ­ჭი. გა­ჭირ­ვე­ბამ გა­ახ­სე­ნა ის ლა­მა­ზი, შა­ვად გაპ­რი­ა­ლე­ბუ­ლი (მა­გა­ლი­თად, ხე­შა­ვის) ნა­ყო­ფი და შე­ჭა­მა. პრობ­ლე­მის მოხ­ს­ნის მე­რე სა­მუ­და­მოდ და­ი­მახ­სოვ­რა ორი­ვე სა­ხე­ო­ბის მცე­ნა­რე­თა მოქ­მე­დე­ბის უნა­რი და ამით ცხოვ­რე­ბა გა­ი­ად­ვი­ლა.

დე­და­მი­წის ზურ­გ­ზე არ­სე­ბუ­ლი 500 ათა­სი სა­ხე­ო­ბის მცე­ნა­რი­დან 12 ათას­ზე მეტს სამ­კურ­ნალ­წამ­ლო თვი­სე­ბე­ბი აქვს, რო­მელ­თაც ადა­მი­ა­ნი ოდით­გან­ვე იყე­ნებ­და და დღე­საც იყე­ნებს სამ­კურ­ნა­ლოდ თუ პრო­ფი­ლაქ­ტი­კუ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბით.

ქი­ნა­ქი­ნის ხის ის­ტო­რია XV სა­უ­კუ­ნი­დან მო­დის, რო­ცა ევ­რო­პე­ლებ­მა შე­აღ­წი­ეს სამ­ხ­რეთ ამე­რი­კის ტრო­პი­კებ­ში და მა­ლა­რი­ით და­ა­ვად­დ­ნენ. ად­გი­ლობ­რი­ვი მცხოვ­რებ­ლე­ბი - პე­რუ­ე­ლე­ბი ჩუმ-ჩუ­მად, ისე, რომ ევ­რო­პე­ლებს არ შე­ე­ნიშ­ნათ, სამ­კურ­ნა­ლოდ იყე­ნებ­დ­ნენ ქი­ნა­ქი­ნის ხის ქერქს. ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნის სი­ცოცხ­ლე შე­ე­წი­რა მა­თი სა­ი­დუმ­ლო­ე­ბის ამოხ­ს­ნას, ხო­ლო შემ­დეგ ქი­ნა­ქი­ნის ხის ნერ­გი­სა და თეს­ლის გა­და­ტა­ნას კუნ­ძულ იავა­ზე, სა­ი­და­ნაც იგი მსოფ­ლი­ოს ბევრ ქვე­ყა­ნა­ში მო­ა­შე­ნეს.

ბუ­ნე­ბა­ში სამ­კურ­ნალ­წამ­ლო მცე­ნა­რე­თა შემ­გ­რო­ვე­ბე­ლი, აუცი­ლებ­ლად უნ­და იყოს ამ საქ­მე­ში და­ხე­ლოვ­ნე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კო­სი, რო­მელ­მაც უნ­და იცო­დეს ყვე­ლა­ფე­რი მის­თ­ვის სა­ინ­ტე­რე­სო სა­ხე­ო­ბის შე­სა­ხებ. პირ­ველ რიგ­ში, რა თქმა უნ­და, კარ­გად ცნობ­დეს მას, რო­დის რო­მე­ლი ნა­წი­ლი შეკ­რი­ბოს, რო­გორ შეკ­რი­ბოს და რა ძი­რი­თა­დი წე­სე­ბი და­იც­ვას.

რამ­დენ­ჯერ შემ­ხ­ვედ­რია ბუ­ნე­ბა­ში ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც, იმის ნაც­ვ­ლად, რომ მცე­ნა­რეს 20-25 სმ-იანი მოყ­ვა­ვი­ლე ღე­რო წა­აჭ­რას, ფეს­ვი­ა­ნად გლეჯს, მე­რე ჩრდილ­ში დაჯ­დე­ბა და "არ­ჩევს". არა­და, ძი­რი­ა­ნად მოთხ­რა კი არა, ერ­თ­სა და იმა­ვე ად­გი­ლას ყო­ველ­წ­ლი­უ­რად მცე­ნა­რის შეგ­რო­ვე­ბაც და­უშ­ვე­ბე­ლია! ხელ­მე­ო­რედ იმა­ვე მი­და­მო­ში მხო­ლოდ 3-4 წლის შემ­დეგ შე­იძ­ლე­ბა მცე­ნა­რე­თა დამ­ზა­დე­ბა, რომ მცე­ნა­რე ამა­სო­ბა­ში მო­ღო­ნი­ერ­დეს, თეს­ლი "და­ყა­როს" და ადა­მი­ა­ნის მი­ერ მი­ყე­ნე­ბუ­ლი ზა­რა­ლი აღიდ­გი­ნოს.

და­ნა­შა­უ­ლია სა­მან­ქა­ნო გზის პი­რებ­ში ნე­ბის­მი­ე­რი მცე­ნა­რის შეგ­რო­ვე­ბა. ასე­თი მცე­ნა­რე­ე­ბი და­ფა­რუ­ლია მტვრით, გაჟ­ღენ­თი­ლია გა­მო­ნა­ბოლ­ქ­ვი აირე­ბით და მა­თი გა­მო­ყე­ნე­ბა, სარ­გებ­ლო­ბის ნაც­ვ­ლად, გა­მო­უს­წო­რე­ბელ ზი­ანს მო­უ­ტანს.

არა­ვი­თარ შემ­თხ­ვე­ვა­ში არ შე­იძ­ლე­ბა თქვენ მი­ერ მოგ­რო­ვე­ბუ­ლი მცე­ნა­რე­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა ფი­ტო­თე­რა­პევ­ტის კონ­სულ­ტა­ცი­ის გა­რე­შე! მა­გა­ლი­თად, თით­ქ­მის ყვე­ლას­თ­ვის ცნო­ბი­ლი და საყ­ვა­რე­ლი კრა­ზა­ნის დი­დი დო­ზე­ბით და ხან­გ­რ­ძ­ლი­ვად მი­ღე­ბა ავიწ­რო­ებს სის­ხ­ლ­ძარ­ღ­ვებს და მაღ­ლა სწევს წნე­ვას. შხა­მი­ა­ნი ჩი­ტის­თ­ვა­ლა იწ­ვევს თა­ვის ტკი­ვილს, გუ­ლის­რე­ვას, თავ­ბ­რუს­ხ­ვე­ვას, შხა­მი­ა­ნია ქრის­ტე­სის­ხ­ლაც, გან­სა­კუთ­რე­ბით - ფეს­ვე­ბი. დო­ზის გა­და­ჭარ­ბე­ბა, ხან­გ­რ­ძ­ლი­ვად მი­ღე­ბა იწ­ვევს პირ­ღე­ბი­ნე­ბას, გუ­ლის­რე­ვას, ფა­ღა­რათს. ყვე­ლა­სათ­ვის ცნო­ბი­ლი პიტ­ნა (კულ­ტუ­რუ­ლიც და ვე­ლუ­რიც) ცუ­დად მოქ­მე­დებს შვი­ლოს­ნო­ბა­ზე, თავ­შა­ვა - სა­ხი­ფა­თოა ფეხ­მ­ძი­მე ქა­ლე­ბი­სთ­ვის - იწ­ვევს მუც­ლის მოშ­ლას. ჭინ­ჭ­რის მი­ღე­ბა და­უშ­ვე­ბე­ლია: ჰი­პერ­ტო­ნი­ის, ათე­როს­კ­ლე­რო­ზის, საშ­ვი­ლოს­ნო­დან სის­ხ­ლ­დე­ნის დროს, იწ­ვევს სის­ხ­ლის სწრაფ შე­დე­დე­ბას. ასე­თი­ვე ეფექ­ტის მქო­ნეა სი­მინ­დის ულ­ვა­ში. ძი­ძოს პრე­პა­ტე­ბის ხან­გ­რ­ძ­ლი­ვად მი­ღე­ბა იწ­ვევს თავ­ბ­რუს­ხ­ვე­ვას, თა­ვის ტკი­ვილს, პირ­ღე­ბი­ნე­ბას, გუ­ლის­რე­ვას, ზოგ­ჯერ სის­ხ­ლ­დე­ნას, ცენ­ტ­რა­ლუ­რი ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მის დამ­ბ­ლას, ღვიძ­ლის და­ზი­ა­ნე­ბას. ახალ­გა­მო­წუ­რუ­ლი წი­თე­ლი ჭარ­ხ­ლის წვე­ნი იწ­ვევს სის­ხ­ლ­ძარ­ღ­ვე­ბის სპაზმს, თუ არ და­ვაც­დით 2 სა­ათს გა­მო­წურ­ვი­დან და ამის შემ­დეგ არ მი­ვი­ღებთ. ამ­რი­გად, სამ­კურ­ნალ­წამ­ლო მცე­ნა­რე­ე­ბი არც ისე უსაფ­რ­თხოა, მათ არას­წორ გა­მო­ყე­ნე­ბას სა­ვა­ლა­ლო შე­დე­გიც შე­იძ­ლე­ბა მოჰ­ყ­ვეს.

რო­გორ გა­ვა­შე­ნოთ სამ­კურ­ნალ­წამ­ლო მცე­ნა­რე­ე­ბი

იმი­სათ­ვის, რომ სამ­კურ­ნალ­წამ­ლო მცე­ნა­რე სა­ძებ­ნე­ლი არ გვქონ­დეს, მით უმე­ტეს, როცა ბუ­ნე­ბა­ში მი­სი რა­ო­დე­ნო­ბა უკი­დუ­რე­სად შემ­ცი­რე­ბუ­ლია, გირ­ჩევთ, ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი თქვენს მა­მულ­ში გა­ა­შე­ნოთ. გთა­ვა­ზობთ ერთ-ერ­თი პო­პუ­ლა­რუ­ლი სამ­კურ­ნალ­წამ­ლო მცე­ნა­რის - სა­აფ­თი­ა­ქო გვი­რი­ლის (ლათ. მატ­რი­კა­რი­ა) კულ­ტი­ვი­რე­ბის აგ­რო­წე­სებს, რო­მე­ლიც სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ვე­ლუ­რად არ იზ­რ­დე­ბა.

ყვე­ლა­სათ­ვის ცნო­ბი­ლია, რომ გვი­რი­ლის წყლი­ა­ნი ნა­ყე­ნი ერთ-ერ­თი სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა პი­რის ღრუ­სა და ყელ­ში გა­მო­სავ­ლე­ბად, ან­გი­ნის დროს. და­სა­ლე­ვად, რო­გორც ნაღ­ვ­ლ­მ­დე­ნი და კუჭ-ნაწ­ლა­ვუ­რი სეკ­რე­ცი­ის გა­მაძ­ლი­ე­რე­ბე­ლი, კო­ლი­ტის, ბუ­ა­სი­ლის, გი­ნე­კო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბი­სა და ა.შ. სამ­კურ­ნა­ლოდ. გარ­და ამი­სა, გვი­რი­ლის ნა­ხარ­ში შე­სა­ნიშ­ნა­ვად არ­ბი­ლებს და ბზინ­ვა­რე­ბას ანი­ჭებს ახალ­და­ბა­ნილ თმას (სა­ა­მი­სოდ მინ­დ­ვ­რის გვი­რი­ლაც ვარ­გა).

თეს­ლის მო­პო­ვე­ბის მიზ­ნით, აფ­თი­აქ­ში შე­ი­ძი­ნეთ 1 კო­ლო­ფი გვი­რი­ლა, ყვა­ვი­ლე­ბი ხე­ლებ­შუა დაფ­შ­ვე­ნით, გა­ცე­რით წმინ­და სა­ცერ­ში და თეს­ლიც მზად გაქვთ. რაც დაგ­რ­ჩე­ბათ, შე­გიძ­ლი­ათ გა­მო­ი­ყე­ნოთ სამ­კურ­ნა­ლო და­ნიშ­ნუ­ლე­ბით.

გვი­რი­ლის თეს­ლი ითე­სე­ბა გა­ზაფხულ­ზე, ზაფხულ­სა და შე­მოდ­გო­მით.

ნი­ა­და­გი და­ბა­რეთ, კარ­გად გა­აფხ­ვი­ე­რეთ და გულ­დას­მით გაწ­მინ­დეთ სა­რე­ვე­ლე­ბი­სა­გან და ერ­თხელ და­თე­სილ კვალ­ში, 2-3 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გექ­ნე­ბათ გვი­რი­ლის ყვა­ვი­ლე­ბის მო­სა­ვა­ლი - თვით­ჩაბ­ნე­ვის წყა­ლო­ბით.

შე­მოდ­გო­მით და­თეს­ვა ჯო­ბია, რად­გან მცე­ნა­რე ამოს­ვ­ლა­სა და 6-10 ფოთ­ლის გან­ვი­თა­რე­ბას ას­წ­რებს, რაც იმის გა­რან­ტიაა, რომ ნა­თე­სი კარ­გად შეხ­ვ­დე­ბა ზამ­თარს და მო­სა­ვა­ლიც კარ­გი გექ­ნე­ბათ. სა­უ­კე­თე­სო მო­სა­ვალს სა­სუ­ქის შე­ტა­ნაც სჭირ­დე­ბა, თუმ­ცა, თუ ნი­ა­და­გი ნო­ყი­ე­რია, მო­სა­ვალს მა­ინც კარგს მი­ი­ღებთ. მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბა­ში იგუ­ლის­ხ­მე­ბა დრო­უ­ლად მარ­გ­ვ­ლა, რომ სა­რე­ვე­ლებ­მა არ აჯო­ბოს ნა­თესს, აუცი­ლე­ბე­ლი სა­ჭი­რო­ე­ბის მი­ხედ­ვით მორ­წყ­ვა.

თეს­ლი ითე­სე­ბა ზე­და­პი­რუ­ლად, არა უმე­ტეს 0,5 სმ სიღ­რ­მი­სა, რი­გე­ბად. რიგ­თ­შო­რი­სე­ბი უნ­და იყოს 40-45 სმ.

მო­სავ­ლის აღე­ბას იწყებთ, რო­გორც კი 5-10 თა­ნაყ­ვა­ვი­ლე­დი გა­იშ­ლე­ბა.

ყვა­ვი­ლე­ბი გა­საშ­რო­ბად გა­შა­ლეთ თხელ ფე­ნად, წი­ნას­წარ და­ფე­ნილ ქა­ღალ­დ­ზე, მშრალ სა­თავ­ს­ში, რო­მე­ლიც კარ­გად ნი­ავ­დე­ბა. ნედ­ლე­ულს პირ­და­პი­რი მზის სხი­ვე­ბი არ უნ­და ხვდე­ბო­დეს.

რო­გორ გა­მო­ვი­ყე­ნოთ გვი­რი­ლის ყვა­ვი­ლე­ბი

20 გრა­მი ყვა­ვი­ლი ჩავ­ყა­როთ მო­მი­ნან­ქ­რე­ბულ ქვაბ­ში, და­ვას­ხათ 0,5 ლ ცხე­ლი, ანა­დუ­ღა­რი წყა­ლი, ამო­ვუ­რი­ოთ ხის კოვ­ზით, და­ვა­ხუ­როთ ხუ­ფი და ჩავ­დ­გათ მდუ­ღა­რე წყლი­ან ქვაბ­ში, რო­მე­ლიც დგას ნელ ცეცხ­ლ­ზე (და­წე­ულ გაზ­ზე) იშუ­შოს 30 წუ­თი, გა­ვაგ­რი­ლოთ ოთა­ხის ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე და გავ­წუ­როთ (კარ­გად გა­მოვ­წუ­როთ) ორ­მაგ მარ­ლა­ში, თუ და­აკ­ლ­დეს, შე­ვავ­სოთ 0,5 ლიტ­რამ­დე ანა­დუ­ღა­რი წყლით. ნა­ხარ­ში მი­ნის თავ­დახ­შუ­ლი ჭურ­ჭ­ლით შევ­დ­გათ მა­ცივ­რის ქვე­და თა­რო­ზე. შე­ნახ­ვის ვა­და 2 დღე-ღა­მე.

მი­ი­ღეთ 1/2-1/3 ჭი­ქა, 2-3-ჯერ დღე­ში, ჭა­მის შემ­დეგ, რო­გორც სპაზ­მე­ბის, ან­თე­ბე­ბის, ან­ტი­სეპ­ტი­კუ­რი, ოფ­ლ­მ­დე­ნი, ნაწ­ლა­ვე­ბის სპაზ­მე­ბის, მე­ტე­ო­რიზ­მი­სა და ფა­ღა­რა­თის სა­წი­ნა­აღ­მ­დე­გო სა­შუ­ა­ლე­ბა. აგ­რეთ­ვე, ყელ­ში გა­მო­სავ­ლე­ბად, სა­ფე­ნე­ბად და ოყ­ნის­თ­ვის.

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია