მოდულთან გიგი უგულავას მხარდამჭერი აქცია გაიმართა

მოდულთან გიგი უგულავას მხარდამჭერი აქცია გაიმართა

მოდულის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე გიგი უგულავას მხარდამჭერი აქცია დასრულდა. აქციაში გიგი უგულავას მეუღლე, "ნაციონალური მოძრაობის" წევრები, საკრებულოს ყოფილი დეპუტატები, ყოფილი გამგებლები, ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი, ნინა წკრიალაშვილი, ორგანიზაციების "თავისუფალი ზონისა" და "პიკასოს კლუბის" წევრები მონაწილეობდნენ. აქციის მონაწილეები პოლიციის კორდონით იყვნენ შემოსაზღვრული.

"პიკასოს კლუბის" წევრებს აქციაზე თან ჰქონდათ საბჭოთა საქართველოს დროშა და მათ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადეს, რომ მოქმედ ხელისუფლებას საქართველოს საბჭოთა პერიოდში დაბრუნება სურს. აქციის მონაწილეების თქმით, გიგი უგულავას დაკავება არაკანონიერად მოხდა. მას ჰქონდა საქართველოს საზღვრების დატოვების უფლება. აქციაზე პერიოდულად სკანდირებდნენ: "გიგი გიგი", "თავისუფლება გიგის", "გაუმარჯოს გიგის".

ჟურნალისტებთან საუბრისას გიგი უგულავას დაკავების შესახებ კომენტარი გააკეთეს ნანუკა ჟორჟოლიანმა და ნინა წკრიალაშვილმა. მათ აღნიშნეს, რომ თავს გიგი უგულავას მეგობრებად მიიჩნევენ და მხარდაჭერას უცხადებენ მას და მის ოჯახს. აქციაზე იმყოფებოდა ასევე თბილისის საკრებულოს წევრი მამუკა ახვლედიანი. მისი განცხადებით, იგი დღეს გიგი უგულავასთან ერთად იმყოფებიდა თბილისის აეროპორტში, როდესაც დააკავეს. მამუკა ახვლედიანის თქმით, იგი პირადად არის მომსწრე, თუ როგორ გადაცვალა გიგი უგულავამ ბილეთები, რათა 4 ივლისს 10:00 საათზე მოდულის შენობაში დაკითხვაზე გამოცხადებულიყო.

აქციის მონაწილეებმა მოდულის შენობის მიმდებარე ტერიტორია უკვე დატოვეს.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია