თამარ სანიკიძემ 2013 წელს ხელფასის სახით 63 641 ლარი და 30 თეთრი აიღო

თამარ სანიკიძემ 2013 წელს ხელფასის სახით 63 641 ლარი და 30 თეთრი აიღო

საქართველოს განათლების მინისტრის, თამარ სანიკიძის მიერ გასული წლის განმავლობაში აღებული ხელფასითა და სახელფასო დანამატით "გურია ნიუსი" დაინტერესდა.

გამოცემის მიერ სამინისტროდან მიღებული ოფიციალური დოკუმენტაციით ირკვევა, რომ 2013 წელს, მინისტრმა თამარ სანიკიძემ, ხელფასი 42 798 ლარი და 91 თეთრი აიღო. ხოლო სამინისტროში პირველი მოადგილის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში - 20 842ლარი და 39 თეთრი. საბოლოო ჯამში, გასულ წელს, სანიკიძემ სამინისტროში მუშაობის პერიოდში 63 641 ლარი და 30 თეთრი გამოიმუშავა.

რაც შეეხება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, მინისტრის, მისი მოადგილეებისა და დეპარტამენტების უფროსების თანამდებობრივ სარგოს, ასე გამოიყურება: მინისტრი თამარ სანიკიძე - 3 540 ლარი; მინისტრის პირველი მოადგილე, ნატრიაშვილი ქეთევანი - 2 950 ლარი; მინისტრის მოადგილეები: გიგაური ლია, მარსაგიშვილი თამაზი და შარვაშიძე გიორგი - 2 720 ლარი.

ასევე ოფიციალური საბუთით ირკვევა, რომ 2013 წელს სანიკიძის წინამორბედმა, მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა ხელფასის სახით, 47 023 ლარი და 70 თეთრი, პრემიის სახით კი 4 335 ლარი აიღო.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა