საქართველოში მატარებლის ბილეთის ფასი ტაქსის ტარიფს გაუტოლდება?

საქართველოში მატარებლის ბილეთის ფასი ტაქსის ტარიფს გაუტოლდება?

როგორც საქართველოს რკინიგზაში განმარტავენ, სამგზავრო ბილეთები კი არ ძვირდება, არამედ მომდევნო ორი თვის განმავლობაში, მომხმარებლები აქამდე არსებული ფასდაკლებით ვერ ისარგებლებენ. რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დაჩი ცაგურია ამბობს, რომ თბილისი-მახინჯაურის მიმართულებით მოძრავ ელექტრო-მატარებლებზე სამგზავრო ბილეთის ტარიფები 2010 წლის 1 ივნისის ბრძანებულებით დადგინდა, რომლის მიხედვითაც პირველი კლასის ბილეთის ფასი განისაზღვრა 45 ლარით, ხოლო მეორე კლასის ბილეთის ფასი - 23 ლარით.

"2013 წლის 23 აპრილს დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით, ამოქმედდა 10 თვიანი ფასდაკლება, რომელიც მოიცავს 16 სექტემბრიდან-10 ივლისამდე პერიოდს. ფასდაკლების მიხედვით, პირველი კლასის ბილეთის ფასი 45 ლარის ნაცვლად გახლავთ 25 ლარი, მეორე კლასის ბილეთის ფასი 23 ლარის ნაცვლად 18 ლარი. ფასდაკლების ტარიფი 16 სექტემბრიდან კვლავ შევა ძალაში. მინდა ხაზგასმით ავღნიშნო, რომ საქართველოს რკინიგზამ 10 თვის განმავლობაში გააიაფა სამგზავრო ბილეთის საფასური და მხოლოდ ორი თვის განმამვლობაში დატოვა ის ტარიფი, რომელიც 2010 წლიდან თითქმის სამი წლის განმავლობაში ყველა სეზონზე უცვლელად მოქმედებდა",-ამბობს ცაგურია. მისივე თქმით სატარიფო ცვლილება მხოლოდ თბილისი-მახინჯაური-თბილისის სამგზავრო მატარებლებს შეეხება. სხვა დანარჩენ მიმართულებებზე კი სამგზავრო ტარიფი უცვლელი რჩება.

სატარიფო ცვლილებასთან დაკავშირებით bpn.ge საქართველოს რკინიგზის სალაროებთან რიგში მდგარ მოქალქეებსაც ესაუბრა. მატარებლით მგზავრობის მსურველები ბილეთების ფასის ცვლელებით უკმაყოფილოები არიან. ერთ-ერთი მგზავრი, ნინო ქავთარაძე ამბობს, რომ მახინჯაურის მიმართულებით მატარებლის ბილეთი 18 ლარად შეიძინა. ის 7 ივლისს მიემგზავრება, თუმცა თბილისში დასაბრუნებელ ბილეთში უფრო მეტის გადახდა მოუწევს. "დღეს ვიყიდე ბილეთი მორე კლასის ვაგონის, 18 ლარი გადავიხადე. როგორც ვიცი 10 ივლისიდან მოიმატებს. უკან დაბრუნება უფრო ძვირი დამიჯდება", - ამბობს ქავთარაძე.

ნახეთ ვიდეო

იხილეთ ვრცლად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია