ბაჩო ახალაია - პროკურატურა სასამართლოს ევაჭრება, დაიჭირეთ, გიგი უგულავა და ბაჩო ახალაიას გავუშვებთ

ბაჩო ახალაია - პროკურატურა სასამართლოს ევაჭრება, დაიჭირეთ, გიგი უგულავა და ბაჩო ახალაიას გავუშვებთ

პროკურატურა სასამართლოს ევაჭრება, რომ გიგი უგულავა დაიჭიროს და ბაჩო ახალაია გაუშვას, - ამის შესახებ საქალაქო სასამართლოში ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე ბრალდებულმა ბაჩო ახალაიამ პროცესის დასრულებამდე განაცხადა.

ბაჩო ახალაია სასამართლოს მოუწოდებს, იყოს ობიექტური და ვინც გასაშვებია, ის გაუშვას.

"მიმდინარეობს ვაჭრობა სასამართლოსა და პროკურატურას შორის. ზუსტად ვიცი, რას ელაპარაკება სასამართლოს ღარიბაშვილი, რომ დაიჭირეთ გიგი უგულავა და გავუშვათ ახალაია. მოგიწოდებთ, იყოთ ობიექტურები. გაუშვით ის, ვინც გასაშვებია. გათავისუფლდეს გიგი უგულავა. ჩემს შემთხვევაში კი, იმოქმედეთ კანონით დადგენილ ვადაში", - განაცხადა ბაჩო ახალიამ.

ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე საქალაქო სასამართლოში სხდომა 7 ივლისს, 10:00 საათზე მოწმეთა დაკითხვის ეტაპით განახლდება.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ