''ადამიანის უფლებაა, ჰყავდეს იმდენი სექსუალური პარტნიორი, რამდენიც უნდა...''

''ადამიანის უფლებაა, ჰყავდეს იმდენი სექსუალური პარტნიორი, რამდენიც უნდა...''

გიორგი კეკელიძეს საჯარო ბიბლიოთეკაში, საკუთარ კაბინეტში შევხვდით და ტრადიციებსა და სტერეოტიპებზე ვესაუბრეთ. გიორგი ყველა პოზიტიურ ტრადიციას პატივს სცემს, ქართული სუფრის საწინააღმდეგო არაფერი აქვს, მაგრამ ღრეობებსა და ღვინოში ჩახრჩობას არ მიესალმება.

- პატივს ვცემ თითქმის ყველა პოზიტიურ ტრადიციას, მაგრამ საბჭოთა კავშირის დროს ჩასახულ ტრადიციას, რომელსაც ბრუტალური და რადიკალური ფორმა აქვს, მაქსიმალურად ვცდილობ, თავი ავარიდო. მაგალითად, ქელეხის ტრადიციის ორი ფორმა არსებობს - ადრე ქელეხი კეთდებოდა ჰუმანური მიზნით, შორი გზიდან მომავალი ადამიანების გასამასპინძლებლად, მაგრამ საბჭოთა პერიოდში ღრეობებში გადაიზარდა, მეტიც, ვიღაცები ასეთ სუფრებზე ღვინოში იხრჩობოდნენ და მღეროდნენ კიდეც. ქართული სუფრის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, ბევრჯერ მიმიღია მონაწილეობა, მაგრამ აქ დოზებსა და ფორმებს ენიჭება დიდი მნიშვნელობა. არ მგონია, რომ ლამპის შუშით ღვინის სმა ქართული ტრადიცია იყოს.

- ძველი თაობა ბიჭებს, რომლებიც ვიწრო შარვლებითა და საყურეებით დადიან, სკეპტიკურად უყურებს და ქართველობას უწუნებს.

- არ მგონია, რომ ფორმებში იდოს ეროვნული იდენტობა და ამაზე ილია ჭავჭავაძე ხშირად საუბრობდა, ''მხოლოდ ტალავრით კაცი არ იცნობაო'' – წერდა. მივიჩნევ, რომ ქართველობის დასამტკიცებლად მნიშვნელოვანია შენი გაკეთებული საქმე ქვეყნის მიმართ და არა ის, ვის სად, რა ტატუ აქვს და რამხელა საყურე ჰკიდია. ბუნებრივია, ესთეტიკაზე ადამიანები დავობენ და ამაში გასაოცარს ვერაფერს ვხედავ. ყველა ადამიანს აქვს უფლება, იცხოვროს ისე, როგორც მას უნდა, თუმცა, მეორე მხრივ, არსებობს პროგრესი. თავის დროზე პროგრესი იყო ისიც, რომ ვიღაცამ დაიწყო ევროპული კოსტიუმის ჩაცმა, რასაც პროტესტი მოჰყვა, მაგრამ შემდეგ ეს ყოველდღიური სამოსი გახდა. არ ვიცი, რამდენად გახდება დახეული ჯინსი აკადემიური ტან-საცმელი, მაგრამ ასეც რომ მოხდეს, ამაში ტრაგედიას ვერ ვხედავ.

თუ ჩვენი ეროვნული იდენტობის შენარჩუნება გვინდა, პირველ რიგში უნდა ვიზრუნოთ ჩვენს ენაზე, განათლებაზე, ზოგადად, სახელმწიფოებრივი აზრის ჩამოყალიბებაზე, რა გვაქვს პოზიტიური, რისი განვითარება გვინდა და რით ვართ გამორჩეულები მსოფლიოში.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია