კახა კალაძე - გიგი უგულავას დაკავება გადაუდებელი აუცილებლობა იყო

კახა კალაძე - გიგი უგულავას დაკავება გადაუდებელი აუცილებლობა იყო

ვიცე-პრემიერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ გიგი უგულავას დაკავება გადაუდებელი აუცილებლობა იყო, – ამის შესახებ კახა კალაძემ ინგა გრიგოლიას გადაცემა "რეაქციში" სტუმრობისას განაცხადა.

მისი თქმით, უგულავასთან მიმართებაში სერიოზული დანაშაული იკვეთება. "ფულის გათეთრების თემა, ახალი ბრალდებაა, რომელიც მას წაუყენეს. მისი დაკავება იყო გადაუდებელი აუცილებლობა. სანამ დაკავება მოხდებოდა, მას მიაწოდეს ინფორმაცია, რომ უნდა გამოცხადებულიყო დაკითხვაზე, მან ეს არ გაითვალისწინა და გადაწყვიტა ქვეყნის დატოვება. სწორედ ამის გამო იყო მიღებული გადაწყვეტილება მისი დაკავების შესახებ. ამ კონკრეტული ბრალდების გარდა არის სხვა თემებიც, რომელზეც მას მოუწევს პასუხის გაცემა, ეს ეხება "იმედის" თემას, ასევე არის "სითი პარკის თემა", ასევეა 48 მილიონის გაფლანგვის თემა და სხვა", - აღნიშნა კახა კალაძემ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა