ბაჩო ახალაიას პატიმრობა შეეფარდა

ბაჩო ახალაიას პატიმრობა შეეფარდა

თავდაცვის ყოფილი მინისტრს ბაჩო ახალაიას პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლემ დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო. ბაჩო ახალაიას ადვოკატები 30 000 ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვენ.

აღნიშნული მოთხოვნით დაცვის მხარემ მოსამართლეს სასამართლო პროცესზე მიმართა, სადაც ბაჩო ახალაიასთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობდნენ.

საქმე ეხება რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულთა წამების ორგანიზების საქმეს, რომელთა შორის არის სერგო თეთრაძის მკვლელობის ეპიზოდი.

2 ივლისს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ, სერგო თეთრაძის გარდაცვალების საქმეზე, ბაჩო ახალაიას წარუდგინა ბრალდება წამების, სექსუალური ძალადობის ორგანიზების და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ