კოტე გაბაშვილი - არავისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია

კოტე გაბაშვილი - არავისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია

არავისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია, - ამის შესახებ ყოფილმა დეპუტატმა კონსტანტინე გაბაშვილმა საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე განაცხადა. კონსტანტინე გაბაშვილი უარყოფს, რომ გუშინ მან ვინმეს წინააღმდეგობა გაუწია.

"ვხმაურობდი, ვილანძღებოდი, ემოციურად ვლაპარაკობდი, მაგრამ აბსოლუტურად არ ვეთანხმები წინააღმდეგობის გაწევაში. არავისთვის წინააღმდეგობა არ გამიწევია. არავისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია", - აღნიშნა კონსტანტინე გაბაშვილმა.

სასამართლოს დღევანდელ პროცესზე იმყოფებოდნენ სამართალდამცავებიც, რომლებმაც გუშინდელ ინციდენტზე საუბრისას აღნიშნეს, რომ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, დარბაზიდან გამოსული ხალხი, გადაწყვეტილების გამო, უკმაყოფილო იყო. მათივე განცხადებით, პროკურორის მიმართ იყო ლანძღვა-გინება, რამდენიმე პირის მიმართ იყო აგრესია და ფიზიკური შეურაცხყოფის მცდელობა.

კოტე გაბაშვილი საქალაქო სასამართლოსთან წუხელ მომხდარი ინციდენტის დროს დააკავეს. როგორც შსს-ში აცხადებენ, მისი დაკავება განხორციელდა ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს და ჯარიმას ითვალისწინებს.

წუხელ გიგი უგულავას სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ მისი მხარდამჭერები პროკურორებს დაედევნენ, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან წუხანდელი დაპირისპირების შედეგად რვა ადამიანია დაკავებული.

შსს-ს ინფორმაციით, დაკავებული არიან კონსტანტინე გაბაშვილი, გოჩა დარჯანია, დავით გოგოხია, ლაშა ჭიღლაძე, ირაკლი ჩხვირკია, ალექსანდრე ბედოიძე, ხვიჩა სუხიშვილი და ლაშა რუხაია.

ინცინდენტისას დააკავეს დეპუტატი ლევან ბეჟაშვილიც, რომელიც შემდგომ გაათავისუფლეს.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ