რა დაგიჯდებათ კაზანტიპზე დასწრება და რა უნდა იცოდეთ, რომ ფესტივალიდან არ გამოგაგდონ

რა დაგიჯდებათ კაზანტიპზე დასწრება და რა უნდა იცოდეთ, რომ ფესტივალიდან არ გამოგაგდონ

დიდი ხნის ჭოჭმანის, ურთიერთგამომრიცხავი ვერსიებისა და ეჭვის შემდეგ, 20 აგვისტოსთვის, 160-მდე ქვეყნიდან, ანაკლიას ელექტრონული მუსიკის შემსრულებლები ეწვევიან. ღონისძიებაზე დასასწრებად, აუცილებელია, ვიზის შეძენა...

ფესტივალზე მოხვედრის გზები და ფასები ასეთია - კაზანტიპის ვიზა- ეს შტრიხკოდიანი პლასტიკური ბარათია ზონარზე, რომლის აღებაც საიტზევეა შესაძლებელი და მისი საფასური 200-250$-მდე ღირს. თუმცა, ფასის ოდენობა ბილეთის შეძენის დროზეც იქნება დამოკიდებული, 29 მაისის შემდეგ, ფესტივალის ბილეთის ანუ ვიზის ფასი 403 ლარი (233 $) იქნება + საშვის ფასი, 2-3 ლარი. ხოლო თუ ფესტივალის მსვლელობისას მოგინდათ ბილეთის შეძენა სავიზო განყოფილებაში, ასეთ შემთხვევაში ბევრად მეტის, 655 ლარის გადახდა მოგიწევთ, - ასე რომ, თადარიგის დაჭერა ჯობია...

როგორც საიტზეა აღნიშნული, საქართველოში უვიზო რეჟიმი აზერბაიჯანის, სომხეთის, ბელორუსის, ტაჯიკეთის, ყაზახეთის, მოლდოვის, უზბეკეთის, ყირგიზეთისა და უკრაინის მოქალაქეებისთვის მოქმედებს. ყაზახეთის, რუსეთისა და თურქეთის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ ყოფნა მხოლოდ 90 დღის ვადით შეუძლიათ. "მათთვის, კი ვისაც საქართველოსთან უვიზო რეჟიმი არ აქვს, ვიზის აღება 50 დოლარად შეეძლებათ", -წერს ადმინისტრაცია.

"კაზანტიპის" ტერიტორიის სიახლოვეს დროებითი კომფორტული საცხოვრებლები მოეწყობა, რომელთაგან თითოეული 20-30 კაცზე იქნება გათვლილი. 1 კაცისთვის დღე-ღამე, კვებით 15-20 დოლარი ეღირება. სტუმრების მისაღებად მზად არიან ანაკლიის სასტუმროებიც. ყველა სასტურმოს ყველა ნომერი დაჯავშნულია. კაზანტიპის ტერიტორიაზე კარვების ქალაქიც გაშენდება, ყველა საჭირო ინფრასტრუქტურით (სეიფების კამერები, საშხაპეები, საპირფარეშოები და კვების პუნქტები). ფესტივალთან დაკავშირებით, ზუგდიდში ბინების ქირის ფასმა უპრეცენდენტოდ მოიმატა.

საიტზე დადებული ინფორმაციის თანახმად, უკრაინელ და ყირიმელ გოგონებს, უკვე გადაეცათ საჩუქრად უფასო ვიზები... როგორც ცნობილია, საიტზე უპრობლემოდ დარეგისტრირდნენ ქართველი გოგონებიც, რაც ნიშნავს, ისინი ფესტივალზე დასწრებას უფასოდ შეძლებენ.

"რესპუბლიკაში, ჩვენი მოქალაქეებისთვის ცხოვრების ყველანაირი პირობა არსებობს - კაფე-ბარები, რესტორნები, ინტერნეტი, საპირფარეშო, ვიზების განყოფილება და ყველაზე მთავარი, სასცენო და საცეკვაო ადგილი. აუცილებელი სამოსია შორტი და მაისური, აქსესუარი - სათვალე. ნაციონალური ატრიბუტი - ყვითელი, ძველმოდური ჩემოდანი" -გვამცნობენ კაზანტიპის რესპუბლიკის ხელმძღვანელები. ცნობილია, რომ ყვითელი ჩემოდანი "კაზანტიპის" ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სიმბოლოა და მის მფლობელებს, ფესტივალის ტერიტორიაზე უვიზოდ გადაადგილების უფლება აქვთ. ამისთვის ყვითელი ჩანთების მფლობელებმა, ადგილზე, სავიზო დეპარტამენტში შტრიხკოდიანი იარლიყი უნდა მიიღონ. ფესტივალის ტერიტორიაზე შესვლა მხოლოდ მოქალაქის ნამდვილი ვიზით ან შტრიხკოდიანი ყვითელი ჩემოდნის საშუალებით იქნება შესაძლებელი. ყვითელი ჩემოდნის ან ვიზის ტარება ფესტივალის ტერიტორიაზეც აუცილებელია, რადგან მის გარეშე შესაძლოა დაჯარიმდეთ ან გამოგაგდონ...

იხილეთ სტატია სრულად

ასევე დაგაინტერესებთ | კაზანტიპის ლაინაპი უკვე ცნობილია! - რა ელის ელექტრონული მუსიკის მოყვარულებს გრანდიოზულ ფესტივალზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია