რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ედუარდ შევარდნაძის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს. სააგენტო "რია ნოვოსტის" ცნობით, შესაბამისი განცხადება რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა გააკეთა.
მისი თქმით, პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა "თანაგრძნობა გამოუცხადა ედუარდ შევარდნაძის ახლობლებს და ნათესავებს, ასევე სრულიად ქართველ ერს" .
ედუარდ შევარდნაძე დღეს, 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.