ბიძინა ივანიშვილმა შესაძლოა, GDS-ზე პოლიტიკური თოქ-შოუ წაიყვანოს - ეკა ბერიძის და არხის მთავარი პროდიუსერის კომენტარები

ბიძინა ივანიშვილმა შესაძლოა, GDS-ზე პოლიტიკური თოქ-შოუ წაიყვანოს - ეკა ბერიძის და არხის მთავარი პროდიუსერის კომენტარები

ბიძინა ივანიშვილმა შესაძლოა, GDS-ზე პოლიტიკური თოქ-შოუ წაიყვანოს, - ამის შესახებ ინფორმაცია Facebook-ზე ნანუკა ჟორჟოლიანმა გაავრცელა.

Ambebi.ge შეეცადა, გაერკვია, ტელეწამყვანმა იხუმრა, თუ გავრცელებული ინფორმაცია რეალური იყო. კომენტარისთვის ნანუკა ჟორჟოლიანს დავუკავშირდით.

- ტელეკომპანიის თანამშრომლებმა მითხრეს ამის შესახებ. ის ადამიანი, ვისგანაც ეს შევიტყვე, წამყვან პოზიციაზეა "ჯი დი ეს"-ში. ვიცი, რომ პროდუსერს ეძებენ, რამდენიმე ადამიანს დაურეკეს კიდეც. საქმიანი დიალოგი მქონდა აღნიშნული ტელეკომპანიის წარმომადგენელთან და მითხრა, რომ 90 პროცენტით გადაწყვეტილია ეს ამბავი. შევიტყვე, რომ აკეთებენ საინფორმაციოს, სოციალურ და პოლიტიკურ თოქ-შოუებს, რომლის წამყვანიც ეკა ბერიძე და ბიძინა ივანიშვილი იქნებიან.

- როგორც ჟურნალისტი, რას ფიქრობთ, როგორი იქნება ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებული თოქ-შოუ?

- ყოველგვარი ცინიზმის გარეშე, როგორც ჟურნალისტმა ვიკითხე, რამდენად სწორი იქნება ბიძინა ივანიშვილის მიერ დასმული თუნდაც კრიტიკული შეკითხვა-თქო. ჟურნალისტურად დავეთანხმე, რომ რეიტინგული შოუ იქნება, მთავრობის სხდომასავით იქნება. მეც მინდოდა პოლიტიკური თოქ-შოუს გაკეთება, მაგრამ მე რომ ახლა პოლიტიკური თოქ-შოუ მქონდეს, გიგის დაკავებაზე ხომ ვიქნებოდი სუბიექტური? რატომ უნდა მოვაცემინო ვინმეს ობიექტური შენიშვნა? ამიტომ ჯობია ვაკეთო იმ ტიპის შოუ, სადაც ამ შენიშვნას არ მივიღებ.

ინფორმაციის გადასამოწმებლად Ambebi.ge ტელეკომპანია GDS-ის მთავარ პროდიუსერს, თემურ გოგოლაძეს დაუკავშირდა:

- ბატონო თემურ, ადასტურებთ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად ტელეკომპანია GDS-ზე ეკა ბერიძე და ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკური თოქ-შოუს გაკეთებას აპირებენ?

- ამ ყველაფერს ვერ ვადასტურებ. რაც შეეხება ეკა ბერიძეს, ვადასტურებთ მასთან მეგობრობას... ახალი სეზონიდან სიახლეებს ვგეგმავთ, მათ შორის ერთ-ერთი ვერსია "ნიუსების წამოწყებაა", თუმცა ამ ეტაპზე ეს დადასტურებული არ არის. ტელეკომპანიაში ვფიქრობთ შოუზეც და სხვადასხვა ტიპის გადაცემებზეც. ვფიქრობთ ყველა ადამიანზე, ვის შეუძლია, ვინ იქნება კარგი და ასე შემდეგ, თუმცა ჯერჯერობით ეს არის მხოლოდ ფიქრისა და განხილვის პროცესი, - აცხადებს ტელევიზიის მთავარი პროდიუსერი თემურ გოგოლაძე.

Ambebi.ge კომენტარისთვის ეკა ბერიძესაც დაუკავშირდა, თუმცა ეკა ბერიძემ გვითხრა, რომ ამ თემაზე საუბარს არ აპირებს და ყურმილი გათიშა...

თამარ ბოჭორიშვილი, Ambebi.ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია