მიხეილ გორბაჩოვი - მე და შევარდნაძე დიდი მეგობრები ვიყავით

მიხეილ გორბაჩოვი - მე და შევარდნაძე დიდი მეგობრები ვიყავით

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს საბჭოთა კავშირის ყოფილი ლიდერი მიხეილ გორბაჩოვი.

როგორც მიხეილ გორბაჩოვმა ტელეკომპანია "დოჟდთან" საუბრისას განაცხადა, ედუარდ შევარდნაძესთან მეგობრობა ბოლო პერიოდამდე არ გაუწყვეტია.

"ჩვენ დიდი მეგობრები ვიყავით და ეს მეგობრობა ბოლო დღემდე გრძელდებოდა. მისთვის და ჩემთვის ამ რთულ წლებშიც კი კონტაქტს ვინარჩუნებდით და თანადგომას ვუცხადებდით ერთმანეთს. შევარდნაძე მართლაც ნიჭიერი და არაორდინალური პიროვნება იყო, ნიჭიერი პოლიტიკოსი", - განაცხადა მიხეილ გორბაჩოვმა.

მისივე თქმით, ედუარდ შევარდნაძემ დიდი როლი ითამაშა საერთაშორისო საქმეებში. როგორც მიხეილ გორბაჩოვმა აღნიშნა, ბევრისთვის მოულოდნელი იყო შევარდნაძის დანიშვნა საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრად.

"მან უდიდესი როლი შეასრულა გერმანიის გაერთიანებაში, საერთოდ ევროპულ საქმეებში, ჩვენს ურთიერთობაში ჩინეთთან და აშშ-სთან დიალოგში", - განაცხადა მიხეილ გორბაჩოვმა.

ამასთან, ტელეკომპანია "დოჟდის" შეკითხვაზე, თუ რას უპასუხებდა იმ ადამიანებს, ვინც ედუარდ შევარდნაძეს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დაკარგვაში ადანაშაულებს, მიხეილ გორბაჩოვმა უპასუხა, რომ ამ ადამიანებმა უბრალოდ ისტორია უნდა იცოდნენ.

ამასთან, ედუარდ შევარდნაძის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარება გამოთქვა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, რომელმაც თანაგრძნობა გამოუცხადა ედუარდ შევარდნაძის ახლობლებსა და ნათესავებს, ასევე სრულიად ქართველ ერს.

ედუარდ შევარდნაძე დღეს, 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა