დავით ნარმანია - კომუნალური ვაუჩერების პროგრამას გავაორმაგებთ და ნაცვლად 250 ლარისა, 500 ლარი იქნება

დავით ნარმანია - კომუნალური ვაუჩერების პროგრამას გავაორმაგებთ და ნაცვლად 250 ლარისა, 500 ლარი იქნება

ყველა ძირითად გადაწყვეტილებას მოსახლეობასთან კონსულტაციების საფუძველზე მივიღებთ, - ამის შესახებ სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" მიმდინარე დებატებზე კოალიცია "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატმა დავით ნარმანიამ განაცხადა.

მისი თქმით, არც ერთი ადამიანი არ დარჩება ყურადღების მიღმა. ნარმანიას თქმით, მერსა და გამგებლებს მოქალაქეთა მიღების დღეები ექნებათ, სადაც მოისმენენ მათ პრობლემებს. ნარმანიამ დღევანდელ დებატებზე საარჩევნო პროგრამაზეც ისაუბრა.

"ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ თბილისი გახდება რეგიონული კულტურული და ეკონომიკური ცენტრი. ამის შედეგად გაჩნდება მეტი სამუშაო ადგილი. მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისთვის ჩვენ 100 მილიონ ლარს დავხარჯავთ. თბილისში აშენდება ახალი საბავშვო ბაღები. თბილისი გახდება რეგიონის ახალგაზრდული ცენტრი, რისთვისაც აშენდება ახალგაზრდული ცენტრის შენობა. ჩვენ ყველა იმ ადამიანს დავეხმარებით, რომლებსაც მძიმე სოციალური პრობლემები აქვთ. ჩვენ გავაორმაგებთ კომუნალური ვაუჩერების პროგრამას და ნაცვლად 250 ლარისა, ისინი 500 ლარს მიიღებენ. სოციალურად დაუცველი ადამიანები უფასოდ ისარგებლებენ მუნიციპალური ტრანსპორტით. ჩვენ ვიზრუნებთ დემოგრაფიული პრობლემის მოგვარებისთვის და ყოველ მესამე ბავშვზე ოჯახი მიიღებს 500 ლარის, მეოთხეზე 1000 ლარს და მეხუთეზე და უფრო მეტზე მიიღებენ 1500 ლარიან შემწეობას. იმ კატეგორიის ადამიანებზე ვიზრუნებთ, რომლებიც საჭიროებენ დამატებით მედიკამენტებს, ოპერაციებს, სამედიცინო შემოწმებებს და ა.შ. თბილისი გახდება ეკოლოგიურად სუფთა და ჯანსაღი", - აღნიშნა ნარმანიამ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა