მერაბ მეტრეველმა მერობის კანდიდატებს ის დაპირებები შეახსენა, რომლებზეც "საზოგადოებას ეღიმება"

მერაბ მეტრეველმა მერობის კანდიდატებს ის დაპირებები შეახსენა, რომლებზეც "საზოგადოებას ეღიმება"

რამდენად პასუხისმგებლობით მოეკიდეთ თქვენს დაპირებებს და საკუთარ ამომრჩეველს და რამდენად სცემთ მას პატივს? - ეს შეკითხვა თბილისის მერობის კანდიდატებს: დავით ნარმანიასა და ნიკა მელიას "პალიტრა მედიის" ჟურნალისტმა მერაბ ბეტრეველმა "შერატონ მეტეხი პალასში" გამართულ დებატებზე დაუსვა. ჟურნალისტმა ნარმანიას - მილიონი ხის შესახებ გაცემული წინასაარჩევნო დაპირება შეახსენა, ხოლო მელიას საწვავის გათავისუფლება აქციზის გადასახადისგან.

კოალიცია "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატის, დავით ნარმანიას განცხადებით, მისი საარჩევნო პროგრამა მეცნიერულად არის დასაბუთებული. როგორც ნარმანიამ  წინასაარჩევნო დებატებზე განაცხადა, მისი პროგრამა მაქსიმალურად ობიექტური და რეალურია.

"ჩემი წინასაარჩევნო ძირითადი მიმართულებები უშუალოდ ჩემს მიერ და კვალიფიციური პირების მიერ შემუშავდა. ამ პროგრამამ გაიარა პროცედურები. ამ პროცედურების მიზანი იყო ის, რომ არც ერთი შეუსრულებელი დაპირება არ გამეცა. ჩვენს ამომრჩევლებს ახსოვთ ის, რომ ხალხს არ ვპირდებით ისეთ რამეს, რაც მოქმედი კანონმდებლობით თვითმმართველი ორგანოს კომპეტენცია არ არის, ჩვენ არ ვპირდებოდით იმას, რასაც ფინანსურად ვერ შევძლებდით. ჩვენ მაქსიმალურად ობიექტური და რეალური წინასაარჩევნო პროგრამა დავდეთ. ის შესაბამის გაანგარიშებებს ეყრდნობა და მეცნიერულად არის დასაბუთებული. რაც შეეხება მილიონი ხის დარგვას, ეს არის აბსოლუტურად რეალური. პროგრამის ეს მუხლი გავლილია მეცნიერებთან. ეს ის ის მოცულობა, რომელმაც ეკოლოგიურად სუფთა ქალაქი უნდა მოგვცეს. აუცილებელია ჯანსაღი თაობის გაზრდაზე ვიზრუნოთ. თბილისის ტერიტორიის დაახლოებით 300 ჰექტარია ამისთვის საჭირო. დარწმუნებული ვარ, რომ მილიონი ხის პროგრამას აუცილებლად განვახორციელებთ", - აღნიშნა ნარმანიამ.

მელიას თქმით, კი თუ საწვავთან დაკავშირებით აქციზისის გადასახადი გაუქმდა, ეს 25 თეთრით გააიაფებს საწვავს. "როდესაც მერობის კანდიდატს ირჩვდნენ, მის პროგრამას უნდა უჭერდეს მხარს საზოგადოება. ჩემი გამარჯვების შემთხვევაში, კარგი გაგებით ზეწოლას მთავრობაზე ჩემს ყოველდღიურ საქმიანობად ვაქცევ, რადგან პარლამენტში აქციზის გადასახადის გაუქმებასთან დაკავშირებით ინიციატივა შევიდეს. ეს ცვლილება 25 თეთრით გააიაფებს საწვავზე ფასს. ლარით გვპირდებოდნენ საწვავის ფასის გაიაფებას, თუმცა ტენდენცია არის, რომ პირიქით გაიზარდოს ლარით. ამ ცვლილებით 400 მილიონი ლარი შემოვა ბიუჯეტში დამატებით", - განაცხადა მელიამ.

ვიდეო

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა