ედუარდ შევარდნაძის სამებაში გადასვენებასთან დაკავშირებით ხვალ მოძრაობა შეიზღუდება

ედუარდ შევარდნაძის სამებაში გადასვენებასთან დაკავშირებით ხვალ მოძრაობა შეიზღუდება

ექსპრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის სამების საკათედრო ტაძარში გადასვენებასთან დაკავშირებით ხვალ მოძრაობა შეიზღუდება. ამასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

"საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის სამების საკათედრო ტაძარში გადასვენების ცერემონიასთან დაკავშირებით, 11 ივლისს, 12:00 საათიდან, სატრანსპორტო საშუალებებისთვის მოძრაობა რამდენიმე საათით შეიზღუდება შემდეგი მიმართულებებით: კრწანისისა და გორგასლის ქუჩები, მტკვრის მარჯვენა სანაპირო, ბარათაშვილის ხიდი და აღმართი, ავლაბრის მოედანი, მესხიშვილის ქუჩა სამების ტაძრამდე", - ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტრო განმარტავს, რომ ედუარდ შევარდნაძის გამოსვენების დღეს, 13 ივლისს, 09:00 საათიდან 16:00 საათამდე მესხიშვილის ქუჩა სრულად ჩაიკეტება.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია