ედუარდ შევარდნაძის ცხედარი სამების ტაძარშია დასვენებული

ედუარდ შევარდნაძის ცხედარი სამების ტაძარშია დასვენებული

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის ცხედარი სამების საკათედრო ტაძარშია დასვენებული.

ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდიც გაიმართება, მანამდე კი, სასულიერო პირები გარდაცვლილის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს ატარებენ.

სამების საკათედრო ტაძარში ექსპრეზიდენტის ცხედარი 13 ივლისის 15.00 საათმდე იქნება დასვენებული. საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს 13 ივლისს მეუღლის გვერდით, კრწანისის რეზიდენციაში დაკრძალავენ.

ედუარდ შევარდნაძის დაკრძალვის ცერემონიაზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან საქართველოში მაღალი რანგის სტუმრები გეგმავენ ჩამოსვლას. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ედუარდ შევარდნაძის დაკრძალვის ცერემონიაზე დასასწრებად თბილისს ეწვევიან: აზერბაიჯანის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე ოქტაი ასადოვი; სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარე გალუსტ საჰაკიანი; ავსტრიის ფედერაციული რესპუბლიკის იუსტიციის ფედერალური მინისტრი ვოლფგან ბრანდშთეთერი; იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ტაკაო მაკინო. ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჯეიმს ბეიკერი; გერმანიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი და ვიცე-კანცლერი, ჰანს-დიტრიხ გენშერი და მისი მეუღლე ბარბარა გენშერი; ესტონეთის რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტი არნოლდ რუტელი; ყირგიზეთის ყოფილი პრეზიდენტი როზა ოტუმბაევა.

საქართველოს ექსპრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე 7 ივლისს, 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია