გაუტოლდება თუ არა პედაგოგის ხელფასი გამგებლისას - "ნახევარი საუკუნის შემდეგ კატასტროფას მივიღებთ"

 გაუტოლდება თუ არა პედაგოგის ხელფასი გამგებლისას - "ნახევარი საუკუნის შემდეგ კატასტროფას მივიღებთ"

ისტორიკოს ნუგზარ მოლაშვილს საგანმანათლებლო წრეში ბევრი იცნობს და პატივს სცემს. წლების განმავლობაში ვეკუას სახელობის 42-ე სკოლის ისტორიის პედაგოგი იყო, ყველასთვის საყვარელი და ავტორიტეტული. დღესდღეობით 210-ე საჯარო სკოლის დირექტორია. მისი რეგალიებისა და ტიტულების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, მხოლოდ იმას ვიტყვით, რომ "ღირსების ორდენის" კავალერი, "ისტორიის მასწავლებელთა თბილისის კავშირის" თავმჯდომარეა, საბავშვო წიგნებისა და ტესტების ავტორი… უაღრესად განათლებული და კარგი ორატორი… ვისაც აღელვებს სკოლის ბედი, ჩვენი შვილების მომავალი, გირჩევთ ამ მცირე ინტერვიუს წაკითხვას.

- წლებია, სკოლაში მუშაობთ. თუნდაც ბოლო წლების განმავლობაში, რა შეიცვალა სკოლაში დადებითისკენ და რა უარესობისკენ?

- ყველაზე კარგი, რაც ბოლო ხანებში სკოლებში ხდება, სკოლების კომპიუტერიზაციაა, თუმცა, ზოგის აზრით, ამან მოსწავლეებზე უარყოფითად იმოქმედა: იგი ჩამოშორდა წიგნს.

რაც შეეხება უარყოფითს, სკოლის ძირითადი პრობლემა სააღმზრდელო პროცესის არარსებობაა, რასაც მე ვატყობ უარყოფითს - აღარ მეგობრობენ კლასელები, მათი მშობლები (თუ არ ჩავთვლით "პრესტიჟულ" სკოლებს).

- თუ წიგნების თემას გავაგრძელებთ, როგორ უნდა მოვაცილოთ ბავშვი კომპიუტერსა და ტელევიზორს, როგორ უნდა დავაინტერესოთ სწავლით?

- კომპიუტერსა და ტელევიზორს კი არ უნდა მოვაცილოთ ბავშვი, არამედ უაზრო გადაცემებს. გასულ საუკუნეებში წიგნიც ეგონათ ჯანმრთელობისთვის საზიანო, თუმცა ინტერნეტშიც და ტელევიაზიაშიც უამრავი შემეცნებითი და სასწავლო პროგრამაა და თუ მათ სწორად გამოვიყენებთ, ამაში ცუდი არაფერია...

- თვითონ ბავშვებში რა ცვლილებებს ხედავთ? როგორი თაობა მოდის, თქვენი თვალთახედვით?

- ადრე ამბობდნენ, რა ნაკითხი, რა ზრდილობიანი ბავშვიაო. ახლა, რაღაც "ყბადაღებული" სიტყვა - "წარმატებული" აგვეკვიატა: ეკრანზე ვხედავთ თანამდებობის პირს, რომელიც "გვმოძღვრავს" და თან გვიყვება, როგორ იპარებოდა სკოლიდან, როგორ აბრაზებდა მასწავლებლებს... ეს "წარმატებულობის" პირობაა?! არა მგონია, ასე იყოს.

- ხშირად საუბრობენ პედაგოგების კომპეტენციაზე, მოტივაციაზე, მომზადების დონეზე. ამაზე რას იტყვით? თუ არის პრობლემის მოგვარება მასწავლებლების სერტიფიცირება, ან სხვა რა გზა არსებობს ამისთვის?

- ასეთი კითხვა მიჩნდება: საქართველოს აქვს რესურსები, რათა დააკომპლექტოს 2000-ზე მეტი საჯარო და თითქმის ამდენივე კერძო სკოლა? ხომ არ ხვდებიან სკოლებში შემთხვევითი პირები? არის მასწავლებლობა პრესტიჟული? ბოლო 20-25 წლის განმავლობაში სასწავლო ოლიმპიადებსა და კონკურსებზე გამარჯვებულ მოსწავლეთა რამდენი პროცენტი მოინდომებდა მასწავლებლობას? ნული! რამდენი ნიჭიერი ახალგაზრდა ეუფლება უცხოეთში ამ პროფესიას? ნული! ნული! ნული!

მოტივაცია? პედაგოგის ხელფასი უნდა იყოს გამგებლის ან საკრებულოს თავმჯდომარის ხელფასის ტოლი!

იხილეთ სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია