ნარმანიამ და მელიამ არჩევანი უკვე გააკეთეს - კანდიდატების პირველი კომენტარები ხმის მიცემის შემდეგ

ნარმანიამ და მელიამ არჩევანი უკვე გააკეთეს - კანდიდატების პირველი კომენტარები ხმის მიცემის შემდეგ

დღეს უნდა ავირჩიოთ დედაქალაქის მერი, რომელიც იქნება დამოუკიდებელი თავის გადაწყვეტილებებში და არ იქნება ანგარიშვალდებული მხოლოდ ერთ ადამიანთან, - ამის შესახებ თბილისის მერობის "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა ნიკა მელიამ განაცხადა.

მან საკუთარი არჩევანი დღეს ჩიტაძის ქუჩაზე, #6 საარჩევნო უბანზე დააფიქსირა.

"დღეს არის მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები, სადაც უნდა განისაზღვროს მომდევნო სამი წლის განმავლობაში თბილისის ბედი. მე იმედი მაქვს, რომ ძალიან ბევრი თბილისელი გამოცხადდება დღეს საარჩევნო უბნებში, მათ შორის ისინი, ვინც პირველ ტურში არ გამოცხადნენ და გააკეთებენ იმ არჩევნებს, რაც მათ ოჯახში შეიტანს კეთილდღეობას. დღეს უნდა ავირჩიოთ დედაქალაქის მერი, რომელიც იქნება დამოუკიდებელი თავის გადაწყვეტილებებში და იქნება ანგარიშვალდებული თბილისელებთან, ვინც დღეს არჩევანს აკეთებს და არა ცალკეულ პოლიტიკურ გაერთიანებასთან ან კიდევ უფრო უარესი – ერთ ადამიანთან. დედაქალაქის მერი უნდა იყოს ყველას მერი, მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებებისა, იმიტომ რომ ამ ქალაქში ყოველთვის იცხოვრებენ სხვადასხვა შეხედულების ადამიანები, არ შეიძლება ყველანი ვიყოთ ერთ ჭკუაზე, თუმცა დედაქალაქის მერს არა აქვს იმის უფლება, რომ იგი ასოცირდებოდეს მხოლოდ ერთ ცალკე აღებულ პოლიტიკურ ძალასთან", - განაცხადა ნიკა მელიამ.

რაც შეეხება კოალიცია "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატს, დავით ნარმანიამ საკუთარი არჩევანი #1 საარჩევნო უბანზე დააფიქსირა.

როგორც ნარმანია ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებს, ის, რა თქმა უნდა, გაიმარჯვებს.

"ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, არჩევნების მეორე ტურია. მნიშვნელოვანი დღეა, რადგან დემოკრატიული ფორმით ტარდება არჩევნების მეორე ტური. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი ჩაივლის ისე, როგორც ჩვენ დედაქალაქს, ხალხს და ქვეყანას ეკადრება და არჩეული იქნება ისეთი ღირსეული კანდიდატი, რომელიც იზრუნებს დედაქალაქის განვითარებაზე. დარწმუნებული ვარ, რომ არჩევანი გაკეთდება იმ პოლიტიკურ ძალაზე, რომელმაც ქვეყანა შემოაბრუნა და დააყენა განვითარებისა და დემოკრატიის გზაზე", - განაცხადა ნარმანიამ.

მერობის კანდიდატი ვარაუდობს, რომ ამომრჩევლის მაღალი აქტივობა იქნება.

"დარწმუნებული ვარ და ვფიქრობ, რომ აქტიურობა საკმარისი და ზომიერი იქნება. დედაქალაქი დაცლილი არ არის. არჩევნების მიმართ ხალხის ინტერესი გაიზარდა და თითოეული ადამიანი კარგად ხედავს, რომ თითოეული ხმა იგებს", განაცხადა დავით ნარმანია.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა