საარჩევნო უბანზე ამომრჩევლებსა და ჟურნალისტს შორის დაპირისპირება ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა

საარჩევნო უბანზე ამომრჩევლებსა და ჟურნალისტს შორის დაპირისპირება ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა

რუსთავში N79-ე საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ინციდენტი მოხდა. საარჩევნო უბანთან შეკრებილ პირებსა და "თავისუფალი ზონის" ოპერატორსა და ჟურნალისტს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა.

როგორც თვითმხილველები აცხადებენ, ფიზიკური დაპირისპირება რამდენიმე წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. სიტუაციის განმუხტა ადგილზე სამართალდამცავების მისვლის შემდეგ გახდა შესაძლებელი.

აღნიშნულ ინციდენტს საარჩევნო პროცესის მიმდინარეობისთვის ხელი არ შეუშლია. სიტუაციაში გარკვევის მიზნით 79-ე უბანზე იმყოფება NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლუის ნავარო.

წინასწარი ინფორმაციით, აღნიშნულ ინციდენტთან დაკაკვშირებით ბრიფინგის გამართვას "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში გეგმავენ.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა