სამების ტაძარში ედუარდ შევარდნაძის ოჯახს დიანა ღურწკაიამ მიუსამძიმრა

სამების ტაძარში ედუარდ შევარდნაძის ოჯახს დიანა ღურწკაიამ მიუსამძიმრა

სამების საკათედრო ტაძარში ყოფილი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის ოჯახს რუსეთში მცხოვრებმა ქართველმა მომღერალმა დიანა ღურწკაიამ მიუსამძიმრა.

როგორც მომღერალმა აღნიშნა, ედუარდ შევარდნაძე იყო უდიდესი ადამიანი და მან ბევრი დატოვა მსოფლიო ისტორიაში.

"სხვანაირად არ შემეძლო, რომ არ მოვსულიყავი", - განაცხადა დიანა ღურწკაიამ და დასძინა, რომ საქართველოში სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოვიდა.

ედუარდ შევარდნაძეს კრწანისის რეზიდენციაში 16:00 საათზე, სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

სამების ეზოში დაშვებულია სახელმწიფო დროშა და იმყოფება საპატიო ყარაული.

ედუარდ შევარდნაძე 7 ივლისს 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია