ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, გამგებლების არჩევნების მეორე ტურში "ქართული ოცნების" კანიდატებმა გაიმარჯვეს

ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, გამგებლების არჩევნების მეორე ტურში "ქართული ოცნების" კანიდატებმა გაიმარჯვეს

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამგებლების არჩევნების მეორე ტურის წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა. ცესკო-ს მონაცემებით, ყვარელში, გამგებლის არჩევნების მეორე ტურში კოალიცია "ქართული ოცნების" კანდიდატმა, ილია მზექალიშვილმა ამომრჩეველთა ხმების 79,95% (მიღებული ხმების რაოდენობა - 9142) მიიღო, ხოლო "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა, ხატია დეკანოიძემ - 20,05% (2293);

თელავში, "ქართული ოცნების" კანდიდატმა, ალექსანდრე შათირიშვილმა ამომრჩეველთა ხმების 70,93% (9454) მიიღო, "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა, გიორგი ბოტკოველმა 29,07% (3875) მიიღო;

ახმეტაში "ქართული ოცნების" კანდიდატმა, ბექა ბაიდაურმა 59,19%(8649) მიიღო, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა, ზურაბ ფილაშვილმა - 40,81%(5963);

თიანეთი - "ქართული ოცნება", ლელა ქიტესაშვილი - 64,5% (2881); "ნინო ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიცია", ილია არჩემაშვილი - 35,5% (2136);

გორი - "ქართული ოცნება", დავით ონიაშვილი - 66,95% (17908), "ირაკლი ოქრუაშვილი-ქართული პარტია", ბონდო ვათიაშვილი - 33,05% (8840);

თერჯოლა - "ქართული ოცნება", თეიმურაზ ჯაფარიძე - 61,44% (11374), "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", ტარიელ ფანჩულიძე - 38,56% (7137);

ბაღდათი - "ქართული ოცნება", ირაკლი გეგეშიძე- 56,44% (5711), "სალომე ზურაბიშვილი-საქართველოს გზა", მევლუდ კიკნაველიძე - 43,56% (4407);

ხონი - "ქართული ოცნება", ჯემალ მებუკე - 58,23% (8455), "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", ზურაბ ჯიბუხაია - 41,77% (6065);

ტყიბული - კოალიცია "ქართული ოცნება", რობიზონ გვენეტაძე-68,81% (6510), "ნინო ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიცია", თენგიზ ჭიქაბერიძე- 31,19% (2951);

ლანჩხუთი - "ქართული ოცნება", ზაზა ურუშაძე- 56,12% (8608), "დავით თარხან- მოურავი-საქართველოს პატრიოტთა ალიანსი", ბარნაბ ჭყონია - 43,88% (6731);

მარტვილი - "ქართული ოცნება", ალექსანდრე გრიგალავა - 88,64% (10917), "ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიცია", დავით ინჯია - 11,36% (1399);

ქობულეთი - "ქართული ოცნება", სულხან ევგენიძე-76,3% (12146), "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", რევაზ ხარაზი-23,7% (4394);

ხულო - "ქართული ოცნება", ბესიკ ბუაჩიძე- 59,42% (6265), "დავით თარხან-მოურავი-საქართველოს პატრიოტთა ალიანსი", ემზარ ბოლქვაძე - 40,58% (4278);

ცესკო-მ დაასრულა არჩევნების მეორე ტურზე თვითმმართველი ქალაქების მერობის კანდიდატების ხმების დათვლა . ცესკო-ს წინასწარი მონაცემების მიხედვით , თბილისში 727 უბნიდან, დავით ნარმანიამ 72.47% მიიღო, ნიკანორ მელიამ - 27.53%.

ამასთან, ყველა თვითმმართველ ქალაქში "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი ლიდერობს."ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი ლიდერობს

თელავში 16 უბნის მონაცემებით, "ქართული ოცნების" კანდიდატმა პლატონ კალმახელიძემ ამომრჩეველთა 70.61%, ხოლო "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა ალექსი ძულიაშვილმა 29.39% მიიღო.

რუსთავში 84 უბნის მონაცემებით "ქართული ოცნების" კანდიდატმა დავით ჯიქიამ 64.77%, ხოლო "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა მამუკა ჩიქოვანმა 35.23% მიიღო.

მცხეთის 6 უბნის მონაცემებით, "ქართული ოცნების" კანდიდატმა ავთანდილ ნემსიწვერიძემ 62.99%, ხოლო "გიორგი გაჩეჩილაძე – მწვანეთა პარტიის" კანდიდატმა დავით მაჩხანელმა 37.01% მიიღო.

გორის 32 უბნის მონაცემებით, "ქართული ოცნების" კანდიდატმა ზურაბ ჯირკველიშვილმა 62.23%, ხოლო "ირაკლი ოქრუაშვილი-ქართული პარტიის" კანდიდატმა კახაბერ ერგემლიძემ 37.77% მიიღო.

ოზურგეთში "ქართული ოცნების" კანდიდატმა ბეგლარ სიორიძემ 58.9%, ხოლო "დავით თარხან მოურავი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" კანდიდატმა შოთა გოგიბერიძემ 41.1% მიიღო.

ფოთში 32 უბნის მონაცემებით, "ქართული ოცნების" კანდიდატმა ირაკლი კაკულიამ 72.38%, ხოლო "დავით თარხან მოურავი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" კანდიდატმა უშანგი გეგენავამ 27.62% მიიღო.

ბათუმში 101 უბნის მონაცემებით, "ქართული ოცნების" კანდიდატმა გიორგი ერმაკოვმა 77.29%, ხოლო "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა გიორგი დიასამიძემ 22.71% მიიღო.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა