"თავადის ასული სესილია შეგვეძინა" - ნიკა წულუკიძე მეუღლის მშობიარობას დაესწრო

"თავადის ასული სესილია შეგვეძინა" - ნიკა წულუკიძე მეუღლის მშობიარობას დაესწრო

თეატრმცოდნე, ტელეწამყვანმა და საერთოდ, მრავალმხრივმა ნიკა წულუკიძემ ჯერ იყო და პრესისგან ცოლის მოყვანა დამალა და ახლა პირველი შვილი სანამ არ წამოეჩიტა, საზოგადოებას მისი დაბადების შესახებ არ ამცნო.

მოკლედ, ნიკა წულუკიძე 30 მაისს მამა გახდა, შეეძინა გოგოანა - სესილია. როგორც ამბობს, მშობიარობას დაესწრო და საკუთავრი თვალით ნახა პირველი შვილის ამქვეყნად მოვლენის პირველი წამები...

- დიახ, დავესწარი მეუღლის მშობიარობას და ძალიანაც კარგი ვქენი... მანმადე თეკლამ სამსახურიდან დამირეკა (იმ დღეს მუშაობდა), მიშველეო და მაშინვე სამშობიაროში გავაქანე, საოცარ დღეში იყო, ძალიან შემეცოდა... მოკლედ, მარტო არ დაიტოვებოდა და გადავწყვიტე, მშობიარობას დავსწრებოდი...

- ყოჩაღ, ბევრ მამაკაცს ეს არ შეუძლია.

- კი, მაგრამ უნდა შეძლონ და იცოდნენ, რა ტანჯვას იტანს ქალი შვილის დაბადებისას, რომ შემდგომ მეუღლეს გული არაფერზე დასწყვიტოს. თან, ძალიან მაგარი გრძნობაა, ამ ყველაფერს რომ უყურებ. თუმცა თეკლამ ყველანაირი პრობლემის გარეშე იმშობიარა.

- ბავშვს სახელი შენ დაარქვი?

- თეკლასთვის ნათქვამი მქონდა, რომ დაიბადება და შევხედავთ, სახელი მაშინ დავარქვათ-მეთქი. ჰოდა, რომ შევხედეთ, ზედგამოჭრილი სესილიაა (სიცილით ამბობს).

- როგორი გოგოა სესილია?

- ხომ ვამბობ, უკვე წამოიჩიტა და ყველაფერზე თავისი პოზიცია აქვს. მაოცებს, მისი ეს თვისება.

- როგორც ჩანს, მამას ჰგავს...

- (სიცლით ამბობს) აბა?

- გარეგნულად თუ გგავს?

- მინდა, რომ ჩემს ცოლს ჰგავდე. თეკლა ულამაზესია... ჩვენი პატარა კარგი ზნის გოგოა, ტირილი არ უყვარს, პოზიტიური ადამიანია. მოკლედ, თავადის ასული წულუკიძეა. პირველ ხანებში სამსახურიდან გაპარვაც კი მინდოდა, რომ მენახა. მოკლედ, მამობა მაგარი შეგრძნებაა. ახლა გულზე რომ დავიწყვენ სესილიას, მგონია, რომ აფხაზეთსაც დავიბრუნებთ და საქრთველოსაც ეშველება...

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია